“სევილიას” მთავარი მწვრთნელი ვიჩენცო მონტელა გამოეხმაურა ჭორებს, რომლის მიხედვითაც, ანდალუსიური კლუბის ცენტრალური მცველი კლემენ ლენგლე, კარიერას “ბარსელონაში” განაგრძობს.
იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ლენგლე “ბარსელონას” დონისთვის საკმარისად კარგია და კატალონიურ კლუბში თავისუფლად ითამაშებდა, თუმცა იმედოვნებს, უახლოეს რამდენიმე სეზონს ფრანგი მცველი “სანჩეს პისხუანზე” გაატარებს.
ცნობისთვის, “სევილიამ” 22 წლის მცველი 2017 წლის 4 იანვარს “ნანსიდან” 5 მილიონ ევროდ გაიფორმა. ახალგაზრდა ფეხბურთელი “დაქალაქებს” შესანიშნავად მოერგო და მიმდინარე სეზონში ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი წევრი გახდა. მან 2017/2018 წლების სეზონში ანდალუსიური კლუბის მაისური 48-ჯერ მოირგო და 4 გოლი გაიტანა.
შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ ლენგლეთი ძლიერი კლუბები დაინტერესდნენ. ცნობილი გამოცემა Transfermarkt-ი 22 მარტის მიხედვით, ფრანგი მცველის სატრანსფერო ფასად 18 მილიონ გირვანქა სტერლინგს ასახელებს.