ფეხბურთი

15:27 | 16.04.2018 | ნანახია NaN - ჯერ

გიორგი ლორია რუსეთის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურშია

მახაჩყალის “ანჟის” მეკარე გიორგი ლორია რუსეთის პრემიერლიგის 26-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველი ფეხბურთელის თამაში Championat-მა გამოარჩია.

“დამარცხებული გუნდის მეკარე ტურის სიმბოლურში – მისი სეივების გარეშე დიდი შანსი იყო, რომ “ანჟის” დიდი სხვაობით წაეგო. სანქტ-პეტერბურგში “ანჟი” ძალიან ცუდად თამაშობდა და გიორგი ლორიას გარეშე უფრო გაუჭირდებოდა. ქართველმა 4 სეივი შეასრულა. ბრანისლავ ივანოვიჩს აუღო, ხოლო შემდეგ სმოლნიკოვის სახიფათო დარტყმასაც გაუმკლავდა”, - წერს გამოცემა.

გასულ ტურში “ანჟი” “ზენიტთან” 0:1 დამარცხდა. ლორიას კარში ერთადერთი გოლი სებასტიან დრიუსიმ პირველი ტაიმის ბოლოს გაიტანა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:59 | 19.05.2019
manufan1997 (141)

მართლა თურქიშ ეარლაინს ევროლიგაა რა :დდდდდ რა შუაში იყო აქ საერთოდ ვესელი??ან მისი მეჯიქ მომენტი კარგით რაა :დდდდდდ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.07094