სხვა

12:48 | 16.04.2018 | ნანახია 277 - ჯერ

რვავე ფინალისტი გამოვლინდა

საქართველოს ჩემპიონატზე ხელბურთში ჭაბუკთა შორის, გამოვლინდა ფინალური ტურნირის რვავე მონაწილე. დასავლეთის ჩემპიონი გახდა სამტრედია, აღმოსავლეთისა - პეგასი. ფინალური ტურნირი საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის მაისში გაიმართება.

დასავლეთში სამწრიანი შეჯიბრება კვირას დასრულდა ტყიბულის სპორტის სასახლეში. სამტრედიამ 21-13 მოუგო ბათუმის შავი ზღვის ბიჭებს, რომელსაც ქულით ჩამორჩებოდა და ჩემპიონი გახდა. მესამე ადგილზე გავიდა აჭარის გუნდი. აქ საინტერესო იყო, ვინ მოიპოვებდა ფინალური ტურნირის მეოთხე საგზურს - ქუთაისმა დაამარცხა ხელვაჩაურის გუნდი, 28-16, მაგრამ ფოთის ოქროს ვერძმა მოუგო აჭარას, 22-19, ქუთაისს ქულით გაასწრო და მეოთხე ადგილზე გავიდა.

აღმოსავლეთში სათამაშოა კიდევ სამი მატჩი. ჩემპიონი აქ დიდი ხნის წინ გამოვლინდა - თბილისის პეგასი, ბოლო ტურში კი ქარიშხალა-ყვარლის შეხვერდაში გაირკვევა, ამ ორი გუნდიდან ვინ გავა მეორე ადგილზე. მეოთხე საგზური გაინაღდა თელავის გუნდმა - რუსთავი თელაველებს 3 ქულით ჩამორჩებოდა და თამაში მარაგში ჰქონდა, მაგრამ დამარცხდა ყვარელთან, 15-22 და შანსები დაკარგა.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. ჭაბუკები, 2002-03

დასავლეთი. 15 აპრილი, ტყიბული.

ქუთაისი-ხელვაჩაური 28-16

აჭარა-ფოთი 19-22

სამტრედია-BSB ბათუმი 21-13

საბოლოო------თ----მ----ფ---წ---------ბ--------ქ

სამტრედია--15--11---3---1---348-252---25

BSB ბათუმი-15--11---2---2---367-296---24

აჭარა---------15--10---0---5---403-327--20

ფოთი---------15--5---1---9---319-336---11

ქუთაისი-----15---4---2---9---317-425---10

ხელვაჩაური-15---0---0--15--328-446----0

აღმოსავლეთი. 14 აპრილი, არენა 2

ქარელი-პეგასი 16-46

ყვარელი-რუსთავი 22-15

ქარიშხალა-ქარელი 44-29

ყვარელი-გორი 24-20

------------------თ---მ----ფ----წ--------ბ--------ქ

პეგასი--------18--18---0---0---568-223---36

ქარიშხალა---17--13---0---4---412-367---26

ყვარელი-----17--12---1---4---345-301---25

თელავი------17---6---1--10---352-400---13

რუსთავი-----17---5---0--12---310-432---10

გორი---------17---3---0--14---261-389----6

ქარელი------17---2---0--15---359-495----4

28 აპრილი: გორი-ქარელი, ყვარელი-ქარიშხალა, რუსთავი-თელავი

Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.048053