“ბოსტონი” შინ “მილოუკს” დაუპირისპირდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ძირითადი დროის დასრულებამდე 5 წამის მეასედი იყო დარჩენილი და “ბოსტონი” 99:96-ს იგებდა, თუმცა კრის მიდელტონმა წარმოუდგენელი სამქულიანი ჩააგდო და შეხვედრაში ოვერტაიმი დაინიშნა. დამატებით 5-წუთეულში “ბოსტონმა” უკეთ ითამაშა და საბოლოოდ, 113:107 მოიგო. მატჩში ყველაზე მეტი 35 ქულა იანის ადეტოკუმპომ ჩააგდო, რომელსაც ასევე 13 მოხსნა, 7 პასი და 3 ჩაჭრა ჰქონდა. “ბოსტონში” 24 ქულით, 12 მოხსნით და 4 პასით ალ ჰორფორდი გამოირჩა.
მოულოდნელად, “კლივლენდი” შინ “ინდიანასთან” 80:98 განადგურა. ინდიანაპოლისელებმა დასაწყისშივე მოიპოვეს უპირატესობა და “კავალიერსმა” მთელი მატჩის განმავლობაში ანგარიშის გათანაბრებაც კი ვერ მოახერხა. "ინდიანაში" 32 ქულით ვიქტორ ოლადიპო გამოირჩა. ლებრონ ჯეიმსმა სამმაგი დუბლი შეასრულა - 24 ქულა, 12 პასი და 10 მოხსნა.
“ოკლაჰომამ” საკუთარ დარბაზში “იუტა” 116:108 დაამარცხა. ოკლაჰომელები მთელი მატჩის განმავლობაში ანგარიშით წინ იყვნენ, მაგრამ “იუტა” მეტოქეს დიდი ანგარიშით წინ გასვლის საშუალებას არ აძლევდა. საუცხოო შეხვედრა ჩაატარა პოლ ჯორჯმა, რომელმაც გუნდს 36 ქულა და 7 მოხსნა შესძინა. ჯორჯმა 11-დან 8 სამქულიანი ჩააგდო. რასელ უესტბრუკს 29 ქულა, 13 მოხსნა და 8 პასი ჰქონდა. “იუტაში” მიტჩელი 27 ქულით და 10 მოხსნით გამოირჩა.
“ჰიუსტონმა” შინ “მინესოტა” მძიმე ბრძოლაში 104:101 დაამარცხა. მინესოტელებმა ტეხასელებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ შეხვედრა თავიანთ სასარგებლოდ მაინც ვერ დაასრულეს. საუცხოო შეხვედრა ჩაატარა ჯეიმს ჰარდენმა, რომელმაც გუნდს 44 ქულა, 8 პასი, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა შესძინა. ასევე, “ჰიუსტონში” კაპელა გამოირჩა - 24 ქულა, 12 მოხსნა. “მინესოტაში” 18 ქულით საუკეთესო ენდრიუ უიგინსი გახლდათ.
“ბოსტონი” – “მილოუკი” 113:107 (29:17, 15:30, 26:19, 29:33 ო.ტ. 14:8)
https://www.youtube.com/watch?v=HBB934ZxOOU
“კლივლენდი” – “ინდიანა” 80:98 (14:33, 24:22, 27:18, 15:25)
https://www.youtube.com/watch?v=RFUKDxczCRg
“ოკლაჰომა” – “იუტა” 116:108 (25:25, 29:23, 27:24, 35:36)
https://www.youtube.com/watch?v=2kKSMNCn1Mk
“ჰიუსტონი” – “მინესოტა” 104:101 (27:21, 27:26, 22:25, 28:29)
https://www.youtube.com/watch?v=0ln4CnZ_TN4
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მაგათ დაუთარსიათ ესე იგი მილანი, 2007-დან წამოვიდნენ თავქვე
alejandro
მილანის ლიგაზე ვერგასვლა უფრო გაგიხარდება თუ რეალის ზედიზედ მეორე ლიგა? სერიოზულად გეკითხები
მილანს ახალი სისხლი სჭირდება, ოქრიაშვილი მილანში !!!!!!!1
DDDDDDD
დაბერდა გალიანი
chamilo
მილანი რომ ლიგაზე ვერ გავა,მილანისტა დათო 11 -თან რესტორანზე მაქვს მაზიანი დადებული და დარწმუნებული ვარ მოვიგებ მაგ მაზიანს!
პაჟივიომ უვიდემ როგორც იტყვიან
)))
DDDDDDDDDDDDDD
აჰაააააააააააააააააააააააააა

18 ლიმონს წელიწადში მიიღებენ თუ 5 წლის განმავლობაში?
ხვდები ეს ბონუსები რა არის? გენერალური სპონსორი უკვე ფრთხილია და თუ ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებთ,ამ 18 მილიონს დაჯერდითო...
წელიწადში 18 მილიონს მიიღებენ 5 სეზონის მანძილზე
იმიტო რო დიდი ეჭვი მაქვს არ ჯერათ მილანის ლიგაზე გასვლის.
მილანი ვერ გავა ლიგაზე რატომღაც ასე მგონია
მოჟვით შავი ფული
ამ წინა სეზონების დროინდელი ფოტო რაღა იყო ავტორ?