ისტორია

10:00 | 16.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

16 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1947 - კარიმ აბდულ ჯაბარი (ფერდინანდ ლუი ალსინდორი). ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი. მუსლიმანურ სარწმუნოებაზე გადასვლამდე, გამოდიოდა ლუი ალსინდორის სახელით. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე (38 387 ქულა). მოხსნათა რაოდენობით მესამე ადგილზეა (17 440). ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ექვსგზის ჩემპიონი. 1971 და 1972 წლებში გახდა ლიგის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი. NBA-ში ჩატარებული აქვს 1560 მატჩი. იცავდა “მილუოკი ბაქზისა” და “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ღირსებას.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1894 - დაარსდა ფეხბურთელთა კლუბი “მანჩესტერ სიტი”. ინგლისის ორგზის ჩემპიონი (1937, 1968). თასის ოთხგზის მფლობელი (1904, 1934, 1956, 1969). 1970 წელს, “მანჩესტერ სიტიმ” თასების მფლობელთა თასი დაისაკუთრა. 1937, 1968 და 1972 წლებში ფლობდა ინგლისის სუპერთასს. კლუბის სტადიონი “სიტი ოვ მანჩესტერ” იტევს 48 ათას მაყურებელს.

1980 - არტურ ეშმა ჩოგბურთიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება.

1987 - მაიკლ ჯორდანი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მეორე მოთამაშე გახდა, რომელმაც სეზონში 3000 ქულის მოგროვება მოახერხა.

1989 - ზელეკა მუტაფერიამ, ქალთა შორის მარათონულ რბენაში მესამე მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო (2:10:28).

1990 - ქალთა შორის ბოსტონის მარათონი, პორტუგალიელმა როზა მოტამ მოიგო.

1990 - მამაკაცთა შორის ბოსტონის მარათონი, იტალიელმა გელინდო ბორდონმა მოიგო.

2005 - ვარნაში გამართულ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, ბადრი ხასაიამ (84 კგ) და მირიან გიორგაძემ (მძიმე წონა) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

2006 - ლისაბონში გამართულ ძიუდოისტთა მსოფლიოს თასის გათამაშებაზე, გრიგოლ მამრიკიშვილმა (81 კგ) და გიორგი ყიზილაშვილმა (100 კგ) ვერცხლის მედლები დაისაკუთრეს. პირველი ადგილი დაიკავა 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარზე ირაკლი ცირეკიძემ, ხოლო მძიმეწონოსანი ლაშა გუჯეჯიანი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

2006 - თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ ხელბურთელთა 2006 წლის ვეროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ქვეჯგუფში, საქართველოს ნაკრები პოლონელებისა და რუმინელების შემდეგ, მესამე ადგილზე გავიდა. ბოლო შეხვედრაში, ქართველები რუმინეთის გუნდთან დამარცხდნენ.

2007 - ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის, “კორინთიანსის” მთავარ მწვრთნელად პაულო სესარ კარპეჯანი დანიშნეს, რომელმაც ამ პოსტზე ემერსონ ლეაო შეცვალა.

2007 - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პორტუგალიაში გამართულ 17-წლამდე მოთამაშეთა საერთაშორისო ტურნირში, ქართველი არბიტრი ლევან კვარაცხელია საუკეთესოდ სცნეს.

2008 - საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად სერბი სპეციალისტი, იგორ კოკოშკოვი დაინიშნა.

2011 - ყაზანში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 105 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა გია მაჭავარიანმა. მან ორჭიდის ჯამში 400 კგ აწია.

2012 - ნიკოლოზ ცქიტიშვილისმაჰრამმადასავლეთ აზიის საკალათბურთო ლიგის (ჭABL) ფინალის გადამწყვეტ მე-5 მატჩში ლიბანურიალ რიადი” 96:86 დაამარცხა და ტურნირის ჩემპიონი გახდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ირანში გადაბარგების შემდეგ, პირველი ტიტული მოიგო.

ამ დღეს დაიბადნენ

1932 - იმრე პოლიაკი. უნგრელი მოჭიდავე. მსუბუქ წონით კატეგორიაში 1964 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1938 - ბორის მელნიკოვი. საბჭოთა მოფარიკავე. 1964 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1965 და 1967 წლების მსოფლიოს ჩემპიონი.

1947 - კარიმ აბდულ ჯაბარი (ფერდინანდ ლუი ალსინდორი). ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი. მუსლიმანურ სარწმუნოებაზე გადასვლამდე, გამოდიოდა ლუი ალსინდორის სახელით. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე (38 387 ქულა). მოხსნათა რაოდენობით მესამე ადგილზეა (17 440). ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ექვსგზის ჩემპიონი. 1971 და 1972 წლებში გახდა ლიგის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი. NBA-ში ჩატარებული აქვს 1560 მატჩი. იცავდა “მილუოკი ბაქზისა” და “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ღირსებას.

1955 - ოლგა კორბუტი. ლეგენდარული ბელორუსი ტანმოვარჯიშე. სპორტულ ტანვარჯიშში 1972 და 1976 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1974 წლის მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი. ჰქონდა მეტად რისკიანი ხტომა, რომელსაც “კორბუტის მარყუჟი” შეარქვეს. ოლგა კორბუტი ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.

1960 - პიერ ლიტბარსკი. გერმანიის ნაკრების, “კიოლნის,” “დუისბურგისა” და “იოკოჰამას” ფეხბურთელი. 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 1982 და 1986 წლების მუნდიალების ფინალისტი. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 73 მატჩი, გაიტანა 18 გოლი. 1983 წელს დაეუფლა გერმანიის თასს.

1960 - რაფაელ ბენიტესი. ფეხბურთელთა კლუბების, “ვალენსიას”, “ლივერპულის”, “ინტერის”, “ვალენსიას” მწვრთნელი. “ვალენსიასთან” ერთად მოგებული აქვს ესპანური პრიმერა დივიზიონი (ორჯერ) და UEFA-ს თასი. აღიარებულია “ვალენსიას” ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელად. ჩემპიონთა ლიგის 2005 წლის გათამაშების ფინალში, “ლივერპულმა” მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში “მილანი” დაამარცხა და ევროპის საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული თასი მოიპოვა. 2007 წელს, ბენიტესის ხელმძღვანელობით, “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის ფინალში კვლავ “მილანის” პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ ამჯერად იტალიელებმა იმარჯვეს. 2010 წელს “ინტერთან” ერთად მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

1968 - მარტინ დალინი. შვედეთის ნაკრების ფეხბურთელი. გამოდიოდა იტალიურ და ინგლისურ კლუბებში. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის მონაწილე.

1971 - ნატალია ზვერევა. ბელორუსი ჩოგბურთელი. ლეილა მესხთან ერთად, წყვილთა თანრიგში ბარსელონას 1992 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი.

1972 - კონჩიტა მარტინესი. ესპანელი ჩოგბურთელი. მოგებული აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ტურნირი.

1972 - ლუკა კურტანიძე. საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის (90 კგ) 2002 და 2003 წლების მსოფლიოს ჩემპიონი. ქართველ მოჭიდავეთაგან ყველაზე მეტჯერ, ხუთჯერ აქვს მოგებული ევროპის ჩემპიონატი (1996, 1997, 1998, 2001, 2005). 1996 და 2000 წლების ოლიმპიური ბრინჯაოს მედლების მფლობელი. მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოიპოვა ვერცხლისა (1993) და ბრინჯაოს (1997) მედლები. ევროპის ჩემპიონატების ვიცე-ჩემპიონი (1993, 1995, 2002) და ბრინჯაოს (1999) პრიზიორი. 1992 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის. 2004 წლის ოლიმპიადის მონაწილე. ლაიფციგის საერთაშორისო ტურნირის გრან-პრის მფლობელი. კრასნოიარსკის, კიევის, მინსკის, ტაშკენტის ტურნირების გამარჯვებული. 1996, 2002 და 2003 წლებში დაასახელეს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად. ვახტანგ გორგასლის მეორე და მესამე ხარისხის ორდენების კავალერი. იყო საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი.

1973 - ოქსანა ერმაკოვა. რუსი მოფარიკავე. 2000 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. მსოფლიოს ჩემპიონი.

1973 - ჟერომ ბონისელი. საფრანგეთის ნაკრების, “რეინჯერსის,” “ბორდოსა” და “ფულემის” ფეხბურთელი.

1977 - ფრედერიკ ლიუნგბერგი. შვედეთის ნაკრების, “ჰალმშტადისა,” “არსენალისა” და “ვესტ ჰემის” ფეხბურთელი. ლონდონელ “მეთოფეთა” შორის გამოსვლისას, მოგებული აქვს პრემიერლიგის ჩემპიონობა და ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი.

1978 - იგორ ტუდორი. ხორვატიის ნაკრების, “იუვენტუსის,” “სიენასა” და “ჰაიდუკ სპლიტის” ფეხბურთელი.

ამ დღეს გარდაიცვალა

1998 - ფრედ დევისი. ბილიარდში 1980 და 1981 წლების მსოფლიოს ჩემპიონი.

0.122501