ფეხბურთი

1:07 | 16.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიური კლასიკოს დრამატული ფინიში (+VIDEO)

პორტუგალიის პრიმეირა ლიგის 30-ე ტურში სეზონის ცენტრალური მატჩი შედგა: “ბენფიკა” – “პორტუ”. ორივე გუნდი ჩემპიონობის მთავარი მაძიებელია და ესეც რომ არა, მათი დაპირისპირება ყოველთვის დიდი ინტერესის ქვეშაა.

“და ლუჟზე” გამართული კლასიკოს ბედი კი ბოლო წუთზე გადაწყდა – მექსიკელმა ექტორ ერერამ საჯარიმოს მისადგომებიდან გაისროლა და ულამაზესი გოლით “პორტუს” მოაგებინა. “დრაკონებმა” არამხოლოდ კონკრეტული კლასიკო მოიგეს, არამედ სატურნირო ცხრილშიც გადაასწრეს დაუძინებელ მტერს.

ახლა სერჟიუ კონსეისაუს გუნდს 76 ქულა აქვს, ხოლო “არწივებს” – 74. სეზონის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი და ძნელი წარმოსადგენელია, რომ “პორტუმ” მოპოვებული უპირატესობა გაანიავოს. ასე, რომ “დრაკონები” 2013 წლის შემდეგ პირველად, ახლოს არიან ქვეყნის ჩემპიონობასთან.

აქვე გეტყვით, რომ “ბენფიკამ” ბოლო ოთხი გათამაშება ზედიზედ მოიგო.

0.117873