იტალიური “მილანის” მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ სერია A-ში საიუბილეო, მეასე მატჩი ჩაატარა და რეკორდიც დაამყარა. საქმე ისაა, რომ დონარუმა იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კიპერია, რომელმაც 100-ჯერ მოასწრო მოედანზე გასვლა.
დონარუმამ აღნიშნულ შედეგს 19 წლისა და 49 დღის ასაკში უწია. აქამდე, რეკორდსმენი ჯანლუიჯი ბუფონი გახლდათ, რომელმაც სერია A-ში მეასე მატჩი 21 წლისა და 100 დღის ასაკში ჩაატარა. მესამე ადგილზეა სებასტიან ფრეი – (100 თამაში 22 წლისა და 223 დღის ასაკში).
შეგახსენებთ, ჯანლუიჯი დონარუმას დებიუტი 2015 წლის 25 ოქტომბერს, “სასუოლოსთან” მატჩში ჰქონდა და იქედან მოყოლებული “მილანის” ძირითად მეკარედ ჩამოყალიბდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია