ფეხბურთი

19:45 | 15.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტი" ალკანტარას გადაბირებას შეეცდება

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა ტიაგო ალკანტარამ შესაძლოა კარიერა "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელოს. როგორც Daily Mail-ი იუწყება, ფეხბურთელის გადაბირება პეპ გვარდიოლას სურს და "ქალაქელები" მზად არიან ესპანელის სანაცვლოდ 58 მილიონი ევრო გადაიხადონ.

ალკანტარას ტრავმის გამო თითქმის ნახევარი სეზონი გაუცდა. მიმდინარე სათამაშო წელს ფეხბურთელმა 24 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა. ტიაგო "ბარსელონაში' გვარდიოლას ხელმძღვანელობის დროს თამაშობდა და 2013 წელს "ბაიერნში" მას გაყვა. ჯერჯერობით უცნობია სურს თუ არა გერმანულ გრანდს ფეხბურთელის ინგლისში გაშვება.

0.12326