კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანმა ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ მომავალი უკვე დაგეგმა და გულშემატკივრები აზრს ვერ შეაცვლევინებენ.
"გულშემატკივრები მხარს მიჭერენ, თუმცა ჩემ გეგმებს ისინი ვერ შეცვლიან. მე უკვე ვიცი თუ რას გავაკეთებ მომავალში." - ციტირებს Marca ესპანელი ფეხბურთელის სიტყვებს.
ესპანურმა მედიამ რამდენიმე დღის წინა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ინიესტა ჩინურ კლუბს "ტიანცზინ ციუანცზიანს" სამწლიან კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა და ანდრესი "ბარსელონას" მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს.