ფეხბურთი

14:58 | 15.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშიას 242: "ეს ჩემი მენტალიტეტის დამსახურებაა" (+VIDEO)

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გურამ კაშიამ ჰოლანდიის ერედივიზიონში 242-ე მატჩი ჩაატარა და კლუბის რეკორდი გაიმეორა. აღნიშნულ შედეგს 30 წლის ჩვენებურმა გუშინ, როტერდამის "სპარტასთან" (7:0) მოგებულ მატჩში უწია.

კაშიას განცხადებით, ეს მიღწევა გარკვეულწილად მენტალიტეტის დამსახურებაა და იქვე, გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა:

"ძალიან მემაყება ჩემი ამ მიღწევის ჰოლანდიურ კლუბში! 8 სეზონში 8 მწვრთნელის ხემძღვანელობის ქვეშ მოვახერხე 99% თამაშის ჩატარება! გარკვეულწილად ეს არის ჩემი მენტალიტეტის დამსახურება! მინდა, მადლობა გადაუხადო ჩემს და "ვიტესის" გულშემატკივარს!", - წერს სოციალურ ქსელში გურამ კაშია.

შეგახსენებთ, გურამ კაშია "ვიტესის" წევრი 2010 წელს გახდა და იქედან მოყოლებული ჰოლანდიური გუნდის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია. გურამმა არნემელებთან ერთად 2017 წელს ჰოლანდიის თასიც მოიგო. აქვე გეტყვით, რომ კაშიას ანგარიშზე "ვიტესის" რიგებში ჯამში 286 მატჩი და 23 გატანილი გოლია.

რაც შეეხება უშუალოდ ერედივიზიონს - "ვიტესის" რიგებში 242 მატჩი გურამის გარდა, ტეო იანსენს აქვს ჩატარებული და ეს არნემული გუნდის ისტორიაში ყველაზე მაღალი შედეგია. ადვილი სავარაუდოა, რომ კაშია უახლოეს ტურში კლუბის აბსოლუტური რეკორდსმენი გახდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111914