ფეხბურთი

14:42 | 15.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

მაიკლ ოლივერს სიკვდილით ემუქრებიან

ინგლისელ არბიტრ მაიკლ ოლივერსა და მის მეუღლეს სიკვდილით ექმურებიან. მადრიდის “რეალისა” და ტურინის “იუვენტუსის” შეხვედრის მსაჯის მეუღლემ მუქარის შემცვლელი წერილები სოციალურ ქსელში მიიღო.

BBC-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პოლიციამ აღნიშნულ საკითხზე გამოძიება დაიწყო და ლუსი ოლივერს სოციალური ქსელის გააუქმებინა. მიუხედავად ამისა, მაიკლის მეუღლე წერილებს პირად ტელეფონზე იღებს. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, მაიკლ ოლივერმა 93-ე წუთზე მედჰი ბენატია ლუკას ვასკესთან უხეშობაში დაადანაშაულა და პენალტი დანიშნა, რომლის წყალობით მადრიდული გრანდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. ამ ეპიზოდის ირგვლივ არაერთი მოსაზრება გამოითქვა, თუმცა როგორც ჩანს, პოლემიკა კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

0.112656