ისტორია

9:44 | 15.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

15 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1945 – დაიბადა რევაზ ძოძუაშვილი. ქუთაისის “ტორპედოს”, სოხუმისა და თბილისის “დინამოს”, საბჭოთა კავშირის ნაკრების მცველი. საკავშირო თასის მფლობელი (1976). საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ოთხგზის ბრინჯაოს მედლის მფლობელი (1969, 1971, 1972, 1976-გაზაფხული). საკავშირო ჩემპიონატებში ჩაატარა 301 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. ევროპის 1972 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის მონაწილე. საკავშირო ნაკრებში ჩაატარა 49 მატჩი. წვრთნიდა საქართველოსა და ლატვიის ნაკრებებს, სამტრედიის “ლოკომოტივს,” ქუთაისის “ტორპედოს,” რუსთავის “მეტალურგს,” თბილისის “ლოკომოტივს,” შეპეტოვკის “ტემპს,” ელისტის “ურალანს,” მახაჭყალის “დინამოს,” ვლადიკავკაზის “ალანიას”, ყარაგანდის “შახტიორს” საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში თბილისის “დინამოს” და ქუთაისის “ტორპედოს” ორ-ორჯერ გაამარჯვებინა. ასევე, “დინამოს,” “ტორპედოსა” და “ლოკომოტივს” საქართველოს ეროვნული თასი მოაპოვებინა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1896 - საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა. პიერ დე კუბერტენის თაოსნობით აღორძინებულ თამაშებში მონაწილეობა, 14 ქვეყნის 245 ათლეტმა მიიღო.

1900 - ინგლისის საფეხბურთო პირველობის პირველი დივიზიონის მატჩის მსვლელობისას, “მანჩესტერ სიტის” გოლკიპერმა ჩარლი უილიამსმა, “სანდერლენდს” გოლი უშუალოდ თამაშიდან გაუტანა.

1910 - პირველად დაამზადეს ბეისბოლის ბურთი.

1937 - “დეტროიტ რედ უინგზმა” ჰოკეის ეროვნული ლიგის ფლეი-ოფში “ნიუ იორკ რეინჯერსი” ხუთმატჩიან სერიაში 3:2 დაამარცხა და სტენლის თასი მოიპოვა.

1952 - “დეტროიტ რედ უინგზმა” ჰოკეის ეროვნული ლიგის ფლეი-ოფში “მონრეალ კანადიენსი” ოთხმატჩიან სერიაში 3:1 დაამარცხა და სტენლის თასი მოიპოვა.

1972 - მოსკოვის “ტორპედოს” მცველმა ვიკტორ შუსტიკოვმა საკავშირო პირველობების უმაღლესი ლიგის 400-ე მატჩი ჩაატარა.

1977 - მონრეალის ოლიმპიურ სტადიონზე ბეისბოლისტთა პირველი მატჩი ჩატარდა.

1989 - შეფილდის “ჰილსბოროს” სტადიონზე ადგილობრივი “იუნაიტედისა” და “ლივერპულის” მატჩის დროს მომხდარ არეულობას 96 ლივერპულელი გულშემატკივრის სიცოცხლე შეეწირა.

1991 - ლეგენდარულმა მეჯიქ ჯონსონმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მატჩებზე სარეკორდო, 9898 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

1991 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ ჩემპიონატში “საკრამენტო კინგზმა” ზედიზედ 35-ე მატჩი წააგო.

2005 - UEFA-მ მილანის “ინტერის” სტადიონს დისკვალიფიკაცია მისცა. ამის მიზეზი “მილანთან” მატჩის მსვლელობისას “ნერაძურის” ფანების ხულიგნობა იყო.

2006 - ხელბურთელთა 2006 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში, რომელიც თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა, საქართველოს ნაკრებმა კვიპროსის გუნდს სძლია (23:22).

2006 - ლისაბონში გამართულ ძიუდოისტთა მსოფლიოს თასის გათამაშებაში, მინდია ხომიზურმა (66 კგ) და ზაზა კედელაშვილმა (73 კგ) მესამე ადგილები დაიკავეს, ხოლო დავით ქევხიშვილმა (73 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

2007 - ფორმულა1-ის ბაჰრეინის გრან-პრი ბრაზილიელმა ფელიპე მასამ მოიგო, მეორეზე დიდი ბრიტანელი ლუის ჰემილტონი გავიდა, მესამეზე – ფინელი მრბოლი კიმი რაიკონენი.

2009 - სპორტული კარიერის შესახებ განცხადება გააკეთა პროფესიონალ მოკრივეთა შორის მსოფლიოს 10-გზის ჩემპიონმა (6 წონით კატეგორიაში) ოსკარ დე ლა ჰოიამ.

ამ დღეს დაიბადნენ

1910 - მიგელ (მეჩისლავ) ნაიდორფი. არგენტინელი საჭადრაკო დიდოსტატი. წარმოშობით ებრაელი დაიბადა პოლონეთში და არგენტინაში გადასვლამდე (1939) ამ ქვეყნის ღირსებას იცავდა. პოლონეთისა და არგენტინის ნაკრებთა რიგებში გამოსვლისას საჭადრაკო ოლიმპიადებზე მოპოვებული აქვს 11 მედალი (7 პოლონეთის, 4 – არგენტინის გუნდში თამაშისას). მოგებული აქვს 52 საერთაშორისო ტურნირი. “ნაიდორფის დაცვის” ავტორი.

1934 - გურამ პაპიტაშვილი. ძიუდოისტთა ქართველი მწვრთნელი. 1963-78 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელი. 1964-74 და 1985 წლებში იყო საბჭოთა კავშირის სტუდენტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი. 1995 წლიდან გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური აღზრდის კათედრის გამგეა. გურამ პაპიტაშვილის აღზრდილები არიან ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები: შოთა ჩოჩიშვილი, თემურ ხუბულური, ანზორ ქიბროწაშვილი, რომან მაღალთაძე, გიორგი თენაძე.

1935 - ავთანდილ ქორიძე. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის 1960 წლის რომის ოლიმპიური ჩემპიონი (67 კგ წონითი კატეგორია). გარდა ამისა, ავთანდილ ქორიძე 1961 წლის მსოფლიოს ჩემპიონია. მან გაიმარჯვა “ადრიატიკის თასის” გათამაშებაში (1958). ასევე იგი არის ახალგაზრდობის მესამე საერთაშორისო სპორტული თამაშების ჩემპიონი (1957), საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში ვერცხლის (1957, 1960) და ბრინჯაოს (1958) მედლების მფლობელი. სპორტის დამსახურებული ოსტატი. ავთანდილ ქორიძე 1966 წლის 11 აპრილს ავტოკატასტროფაში, ოლიმპიური თამაშების პრიზიორ, მოჭიდავე რომან ძნელაძესთან ერთად დაიღუპა.

1937 - იური სისიკინი. საბჭოთა მოფარიკავე. 1960 და 1964 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს ხუთგზის (1959, 1961, 1962, 1965, 1966) ჩემპიონი.

1940 - ედი ჰუბაშერი (შვეიცარია). ბობსლეიში 1972 წლის საპოროს ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი (ოთხადგილიან ბობსლეიში).

1942 - ვალტერ რაფაელ ჰაზარდი. კალათბურთში 1964 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1945 - რევაზ ძოძუაშვილი. ქუთაისის “ტორპედოს”, სოხუმისა და თბილისის “დინამოს”, საბჭოთა კავშირის ნაკრების მცველი. საკავშირო თასის მფლობელი (1976). საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ოთხგზის ბრინჯაოს მედლის მფლობელი (1969, 1971, 1972, 1976-გაზაფხული). საკავშირო ჩემპიონატებში ჩაატარა 301 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. ევროპის 1972 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის მონაწილე. საკავშირო ნაკრებში ჩაატარა 49 მატჩი. წვრთნიდა საქართველოსა და ლატვიის ნაკრებებს, სამტრედიის “ლოკომოტივს,” ქუთაისის “ტორპედოს,” რუსთავის “მეტალურგს,” თბილისის “ლოკომოტივს,” შეპეტოვკის “ტემპს,” ელისტის “ურალანს,” მახაჭყალის “დინამოს,” ვლადიკავკაზის “ალანიას”, ყარაგანდის “შახტიორს” საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში თბილისის “დინამოს” და ქუთაისის “ტორპედოს” ორ-ორჯერ გაამარჯვებინა. ასევე, “დინამოს,” “ტორპედოსა” და “ლოკომოტივს” საქართველოს ეროვნული თასი მოაპოვებინა.

1945 - ვერა დუიონოვა. ფრენბურთში 1968 და 1972 წლების ოლიმპიური ჩემპიონი.

1948 - ნიკოლაი გორბაჩოვი. ფოთელ ვიქტორ კრატასიუკთან წყვილში, 1972 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ნიჩბოსნობაში. 1974 წელს გახდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი. საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი.

1951 - ალექსანდრე მახოვიკოვი. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და მოსკოვის “დინამოს” მცველი. საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონი.

1957 - ეველინ ეშფორდი. ამერიკელი სპრინტერი ქალი. 1984 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიადაზე მოიგო 100 მეტრზე გარბენი. 100 მეტრზე ესტაფეტით რბენაში 1984, 1988 და 1992 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1988 წლის თამაშებზე 100 მეტრზე რბენაში მოიპოვა ვერცხლის მედალი. 1979 წლის პანამერიკულ თამაშებზე მოიგო გარბენა 100 და 200 მეტრზე.

1960 - რიმას კურტინაიტისი. საბჭოთა კავშირისა და კაუნასის “ჟალგირისის” კალათბურთელი. 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. სსრკ ჩემპიონი.

1966 - ოთარ მჭედლიშვილი. ველოსპორტში ტრეკზე ასპარეზობისას გიტში 1986 წელს მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. მან 500 მეტრი 33.20 წამში დაფარა. მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი (1984). საბჭოთა კავშირის ექვსგზის ჩემპიონი სპრინტში.

1967 - დარა ტორესი. ქალთა შორის ცურვაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი.

1968 - ბრაიმ ლალაფი. მაროკოელი მძლეოსანი. 1996 და 2000 წლების ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი 5 000 მეტრზე რბენაში.

1969 - ალექსანდრე ლებზიაკი. საბჭოთა მოკრივე. ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონი.

1971 - ფინიდი ჯორჯი. ნიგერიის ნაკრების, “იფსვიჩისა” და “მალიორკას” ფეხბურთელი. ოლიმპიური ჩემპიონი.

1971 - გივი სისაური. საქართველოში აღზრდილი ფალავანი. კანადის სახელით გამოდიოდა. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს პირველობების გამარჯვებული და პრიზიორი. ოლიმპიადის მონაწილე.

1981 - ანდრეს დ’ალესანდრო. არგენტინის ნაკრების, “რივერ პლეიტის”, “ვოლფსბურგის”, “სარაგოსას”, პორტუ ალეგრის “ინტერნასიონალის” ფორვარდი. არგენტინის ნაკრების 26 მატჩში გაიტანა 4 გოლი. 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 2001 წელს 21 წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

1982 - ალბერტ რიერა. ესპანეთის ნაკრების, “ბორდოს”, “ესპანიოლის”, “ლივერპულის” ფორვარდი. ესპანეთის ნაკრების 16 მატჩში გაიტანა 4 გოლი.

1983 - ილია კოვალჩუკი. რუსეთის ნაკრებისა და ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “ატლანტა თრეშერსის” ფორვარდი. 2008 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 2005 და 2007 წლების მუნდიალებზე მოიპოვა ბრინჯაოს მედლები. 2002 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი.

ამ დღეს გარდაიცვალა

1994 - 44 წლის ასაკში შიდსის ვირუსით გარდაიცვალა დიდი ბრიტანელი ციგურებით ფიგურული მოსრიალე ჯონ კერი. 1976 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

0.121656