ფეხბურთი

2:38 | 15.04.2018 | ნანახია 1996 - ჯერ

ბუფონი: "გამოცდილი მსაჯი სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა"

ტურინის “იუვენტუსის” მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ინგლისელი არბიტრის, მაიკლ ოლივერის მისამართით ემოციური განცხადებების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ “რეალთან” ცნობილი და სკანდალური მატჩიდან 4 დღე გავიდა, ლეგენდარულ მეკარეს აზრი არ შეუცვლია.

ჯიჯის განცხადებით, ძალიან საეჭო მომენტი იყო, რის გამოც გამოცდილი მსაჯი მატჩის დასრულებამდე 20 წამით ადრე, პენალტს არ დანიშნავდა.

“შეგვეძლო დასამახსოვრებელი ფურცელი დაგვეწერა “იუვენტუსის” ისტორიაში, იტალიის ისტორიაში. ჩვენი გამარჯვება, “რომას” წარმატების შემდეგ იქნებოდა დაუჯერებელი, გიჟური. მე იუვენტინო ვარ, მაგრამ იქამდე იტალიელი და ბუნებრივია, რომ იტალიის წარმატება ჩემთვის მნიშვნელოვანია.

“რომამ” საოცარი ქამბექი შეასრულა და იგივეს აკეთებდა “იუვეც”. მე დავმარცხებულვარ ამაზე გაცილებით მნიშვნელოვან მატჩებში, თუმცა ეს იყო ყველაზე ლამაზი და ემოციური შეხვედრა “იუვენტუსის” რიგებში. ჩემი აზრით, პენალტი არ იყო 100%-იანი, არც იმას ვიტყვი, რომ წესის დარღვევა არ იყო, მაგრამ ძალიან საეჭვო ეპიზოდი გახლდათ. ასეთი დაძაბული შეხვედრის დასრულებამდე 20 წამით ადრე გამოცდილი მსაჯი პენალტს არ დანიშნავდა. მე უნდა დამეცვა ჩემი გუნდი, ჩემი თანაგუნდელები და ჩვენი 5000 ტიფოზი, რომელიც მადრიდში იმყოფებოდა”, - განაცხადა ბუფონმა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
09:38 | 18.04.2018
Bencho (1)

ვასკესს მხოლოდ მკერდით ბურთის მიღება და ფეხის მირტყმა სჭირდებოდა, ბუფონიც ხელს არ უშლიდა და 99,99% იყო გოლი, მარტო იდგა კარის წინ. ამიტომ დანიშნა პენალტი, რომ გოლი ჩაშალეს იტალიელებმა წესების დარღვევით, თუნდაც მსუბუქი დარღვევით.
ისე იუვენტუსის სამ გოლშიც არის რეალის დამსახურება, რადგან არ ჩაკეტეს თამაში და ღია, მაყურებელზე გათვლილი ფეხბურთი ითამაშეს, რომელშიც სტატისტიკურად ნუ საგრძნობი უპირატესობა ჰქონდათ.

14:22 | 15.04.2018
federerjamesliverpooldelpotro (7506)

ყ ზე კიდიათ მსაჯებს რა მათზე ზევით არავინ დგას მაქსიმუმ ძლიერი კრიტიკა დაატეხონ თავს მერე ესეც გაივლის ისევ მშვიდად აგრძელებენ თავის საქმეს.შეცდომა ვის არ მოსდის მაგრამ შეცდომაც განისაზღვრება რა ზომისაა.უნდა შეიქმნას ჯგუფი რომელსაც დაევალება მსაჯთა კონტროლი დაბალი დონის მსაჯი მაღალი მნიშვნელობის მატჩის ბედს არ უნდა წყვიტავდეს

13:19 | 15.04.2018
ფეხბურთი ფარსელონაა !!! (KORBEN) (10571)

ისე წარიმართა ყველაფერი, რომ კვანძი სწორედ ზეემოციურად უნდა გახსნილიყო. ყველაფერი ლოგიკურად მოხდა - პენალტი უნდა დანიშნულიყო, ბუფონი (ან სხვა ნებისმიერი იუვენტუსელი) უნდა გაცხარებულიყო და მსაჯსაც წითელი უნდა აეფრიალებინა.
თუ მაინცდამაინც დამნაშავის გამოვლენა გვინდა, დამნაშავე რეალია. თავისზე სუსტი გუნდი რომ მეორე თამაშში გააბლატავა და სალაპარაკო თემა მისცა. ისევე როგორც ბავარია შარშან...

14:07 | 15.04.2018
fidofido (1055)

მასე რა კორბენ არდადო სუპერ ანალიზი რეალის გაპრავებაზე როგადახვედი მაგიტომაა ნაპოლის ნაპორით ასხავს იუვე შეეშვი მაგათ გაპრავებას და სერია A Mიაწექ რაიცი იქნებ თხაიყი და ტყუპი მაიგოს

11:36 | 15.04.2018
aulol besoi (558)

არ უნდა დაედო საკამათო პენალტი, ისევე როგორც არცერთმა მსაჯმა, არცერთ თამაშში და აარასდროს არ უნდა დადოს საკამათო ოენალტი, ისევე როგორც არჩათვალოს საკამათო გოლი, არ აწიოს საკამათო აფსაიტი, არ მიცეს საკამათო კუთხური და ა.შ.
მსაჯმა არ უნდა დააფიქსიროს ისეთი რამე, რაშიც დარწმუნებული არაა და რო კითხავენ რატომ არ დააფიქსირეო - უპასუხებს არ ვიყავი დარწმუნებულიო და ვერავინ ვერ გაამტყუნებს, თუ იავნი არ იყო და მას არ გამორჩა რამე....
ამ შემთხვევაში მან უნდა უპასუხოს - დავდევი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვიყავიო - მაშინ, როცა რწალურად კამათი არ დამთავრდება ამაზე არასდროს, ანუ ის დარწმუნდა ისეთ რამეში, რაც რეალურად საკამათოა... არსებობს ორი ვარიანტი - ან უბეალოდ შეცდა, ან დაინტერესებული იყო ამ პენალტის დადებით (რა მიზეზით, ეს უკვე არ მაინტერესებს)....

11:03 | 15.04.2018
chamilo (33302)

ჯიჯი დიდი ფეხბურთელი და ნამდვილი ლეგენდაა,მისი საქციელიც გასაგებია და მიკვირს იმ ხალხის ვინც აკრიტიკებდა იმის გამო რომ მსაჯს უშვერი სიტყვებით მიმართა,ამ დროს ემოციები პირველ ადგილზეა და ადამიანს მოაწვა,გაცხარებულ გულზე კი შემოელანძღა მსაჯი,მის ადგილზე ყველა ეგრე იქნებოდა,ბაიერნის ფეხბურთელებს კაშაიმ ძლივს გაასწრო სტადიონიდან თამაშის შემდეგ,იგივე ბალაკი ჩელსიში როცა იყო მსაჯს როგორი სიტყვებით მიმართავდა,ამ დროს ვერ იკავებ თავს და ჯიჯის ადგილზე ჩვენც ეგრე მოვიქცეოდით,წითელი ბარათი კი ჯიჯის არ აკნინებს

11:03 | 15.04.2018
bombora-bax (312)

სისულელეს ნუ ლაპარაკობ პენალტი იყო და იქამდე ისკომ გოლიც გაგიტანათ რომელიც უსამართლოდ არ ჩათვალა მსაჯმა და ვერც ამას უარყოფს ვინმე ვინც სამართლიანად იმსჯელებს და არა რალის მოძულე ენით და შეხებულებით,თუკი ამბობ რო წესების დარღვევა იყო მაგრამ პენალტი არ იყო ეს რას ნიშნავს?იმას ხოარა რო დაწყნარდი ნახე განმეორებით და მიხვდი რო ბენატიამ წესები დაარღვია მაგრამ იხტიბარის გატეხაც არ გინდა.ძლიერი არავის უყვარს ადამიანების უმრავლესობა დამარცხებულს უფრო ქომაგობს ასეა რეალის შემთხვევაშიც უნდა ვაღიარო რო მსოფლიო ფეხბურთის პირველი ნომერი გრანდია და ანგარიშ გასაწევი ძალაც თავის ისტორიით ტრადიციით და ყველაფრით რაც კი ფეხბურთს უკავშერდება და მათ შორის მსაჯთა და უეფას პატივისცემაც ამაში არაფერია უარსაყოფი და დასამალი ასეა და იმიტო.

11:21 | 15.04.2018
fidofido (1055)

კაცურად მაგ თამაშს სად უყურე? ისკოს გოლი თამაშგარე არიყო? კარგად უყურე მაგ მომენტს ისკო წინაა მაგას თვიტ ზიდანი და მისი სასტავი აღიარებს რო თამაშგარე იყო და მართო ქართველი მადრიდისტებისთვის არიყო თამაშგარე?

10:21 | 15.04.2018
ბაჭია (921)

რა შუაშია გამოცდილება ან ვინ ეკითხებოდა მსაჯს ... ფორსმაჟორი შეიქმნა მადრიდის რეალი ლიგიდან ვარდებოდა და მიიღეეს ზევით სწრაფი გადაწყვეტილება

10:06 | 15.04.2018
fidofido (1055)

ისე თუ ამზაფხულს მიდიხარ ფეხბურთიდან მიგეძუყნა მსაჯი გაგეშვა ნოკდაუნში:დ

10:05 | 15.04.2018
fidofido (1055)

კაი ბუფონ დაწყნარდი შენმა და ჩილავერტის სიტყვებმა მელოტას ნერვები აუშალა ღირსი არხარ ფაიქოლოგირ ძალადობაზე გიჩივლოს ყოფილიყავი რეალი და არდადებდა მსაჯებს რეალზე სხვანაირად უძგერთ გული

09:58 | 15.04.2018
LApaata (800)

"არც იმას ვიტყვი, რომ წესის დარღვევა არ იყო"- ეს ჯიჯის სიტყვებია და ამით ყველაფერი ნათქვამია. რას ნიშნავს დარღვევა იყო საჯარიმოში, მარა პენალტი არ იყო?

10:51 | 15.04.2018
capello (193)

იმას ნიშნავს რომ ასეთ დარღვევაზე პირიქით რო ყოფილიყო და 3-0-ზე რეალის საჯარიმოში ყოფილიყო 10000000 პროცენტით არ დადებდა აი მაგას ნიშნავს.

17:45 | 16.04.2018
LApaata (800)

რა და როგორ იქნებოდა ეგ არავინ არ იცის, საჯარიმოში დარღვევა რომ პენალტია ნუ ვიდავებთ.

09:40 | 15.04.2018
EL NINIO (3)

თავი ჩაგერტყა ბარემ ბუფონ და ზიდანივით წახვიდოდი.

09:37 | 15.04.2018
EL NINIO (3)

ეს მსაჯები მართლა უკარგავენ ფეხბურთს ხიბლს.ეს რა გააკეთა ამ უტვინო კაცმა

სტატისტიკა
ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპი - ტური 1/4
  • 3 აპრილი, 2018
  • სევილია 1 - 2 ბაიერნი
  • იუვენტუსი 0 - 3 რეალი
  • 4 აპრილი, 2018
  • ბარსელონა 4 - 1 რომა
  • ლივერპული 3 - 0 სიტი
  • 10 აპრილი, 2018
  • რომა 3 - 0 ბარსელონა
  • სიტი 1 - 2 ლივერპული
  • 11 აპრილი, 2018
  • ბაიერნი 0 - 0 სევილია
  • რეალი 1 - 3 იუვენტუსი
  • 6 გოლი
  • კრიშტიანუ რონალდუ (რეალი)
  • 4 გოლი
  • სადიო მანე (ლივერპული)
  • 3 გოლი
  • ედინ ჯეკო (რომა)
  • გონსალო იგუაინი (იუვენტუსი)
  • ლიონელ მესი (ბარსელონა)
0.47562