საქართველოს ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის მატჩი გაიმართა რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, სადაც "ტორპედომ" "ჩიხურას" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. გამამწყვეტი გოლი 89-ე წუთზე ირაკლი ლექვთაძის გადაცემის შემდეგ თეიმურაზ მარკოზაშვილმა გაიტანა.
საჩხერელებმა ეროვნულ ლიგაში მესამე გამარჯვება მოიპოვეს. სოსო ფრუიძის გუნდი ჯერჯერობით 11 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება. მოქმედმა ჩემპიონმა კი მესამე შეხვედრა წააგო და ცხრა ქულით სატურნირო ცხრილის შუაში იმყოფება.