ფეხბურთი

19:16 | 14.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"სიონის" საგარეო გამარჯვება

საქართველოს ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის მეორე სათამაშო დღე თბილისში გაიხსნა, სადაც “ლოკომოტივმა” ბოლნისის “სიონი” მიიღო და მორიგი მარცხი განიცადა.

სამი გოლი გავიდა, სამივე პირველ ტაიმის ბოლო ნაწილში. ჯერ იყო და ნიკა ჭანტურია შეცდა, რომელმაც საკუთარ ჩაჭრა ბურთი სრულიად უწყინარ სიტუაციაში – “სიონის” ფეხბურთელი ირგვლივ არსად ჩანდა და ნიკას ბურთზე რომ არ ეთამაშა, არც არაფერი დაშავდებოდა. მალევე, “ლოკომოტივის” დაცვის ცენტრი კიდევ ერთხელ ჩავარდა: მორიგი ფლანგური გადაცემა ჯაბა დვალის გოლით დასრულდა. “რკინიგზელებმა” ერთ წუთში მოახერხეს ანგარიშის შემცირება – ვატო არველაძემ იაქტიურა და მამია გავაშელიშვილი ხელსაყრელ პოზიციაში დატოვა, რომელმაც შანსი გამოიყენა.

წინ მთელი მეორე ტაიმი იყო, მაგრამ სიტუაცია არ შეცვლილა. “სიონმა” მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა, ხოლო “ლოკომოტივი” ისევ 4 ქულის ამარა და აუტსაიდერთა რიგებში დარჩა.

“ლოკომოტივი” – “სიონი” 1:2 (1:2)

თბილისი, “მიხეილ მესხი 2”

“ლოკომოტივი” (4-2-3-1): თევდორაძე; ღონღაძე, ნ. ჭანტურია, ლობჟანიძე, კომახიძე; ცნობილაძე (რ. ჭანტურია 67), შონია; გვალია (ჯიქია 82), სამურკასოვი (კიკაბიძე 74), გავაშელიშვილი; არველაძე

მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

“სიონი” (4-2-3-1): მუჯრიშვილი; გაფრინდაშვილი, გურეშიძე, ნოზაძე, გიორბელიძე; დათუნაიშვილი, ქიქავა; მანაგაძე (მინდორაშვილი 74), სიხარულია (ხმალაძე 66), მიქაბერიძე (კოშკაძე 90); დვალი

მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

გოლები: 0:1 ჭანტურია (35. ა.გ), 0:2 დვალი (44), 1:2 გავაშელიშვილი (45)

გაფრთხილება: ღონღაძე (43), ცნობილაძე (55), ლობჟანიძე (90) – დვალი (58), დათუნაიშვილი (64), ნოზაძე (90)

მსაჯი: გ. ვადაჭკორია

0.184917