არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ გადაწყვეტილება მიიღო – მაურო იკარდი მსოფლიოს ჩემპიონატზე არ გაემგზავრება.
Tyc Sports-ის ინფორმაციით, სამპაოლიმ უკვე შეაჩერა არჩევანი 34 ფეხბურთელზე, რომელთაც გაფართოებულ შემადგენლობაში მოიაზრებს.
ნუსხა ასეთია:
სერხიო რომერო, ფრანკო არმანი, ვილფრედ კაბალიერო, ნაუელ გუზმანი, აგუსტინ მარკესინი, ფაბრისიო ბუსტოსი, გაბრიელ მერკადო, ნიკოლას ტალიაფიკო, ნიკოლას ოტამენდი, რამირო ფიუნესი მორი, მარკოს როხო, ფედერიკო ფაციო, მაქსიმილიანო მეზა, ენცო პერესი, პაბლო პერესი, ევერ ბანეგა, ჯოვანი ლო სელსო, ანხელ დი მარია, მანუელ ლანზინი, ერიკ ლამელა, ლუკას ბილია, დიეგო პეროტი, ედუარდო სალვიო, მარკოს აკუნია, მატიას კარანევიტერი, ემილიანო რიგონი, ლეანდრო პარედესი, ხავიერ მასკერანო, კრისტიან პავონი, ლაუტარო მარტინესი, ლიონელ მესი, სერხიო აგუერო, პაულო დიბალა, გონსალო იგუაინი.
სამპაოლი არგენტინის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობას 14 მაისს დაასახელებს.