ეგვიპტის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" შემტევი მოჰამედ სალაჰი პრემიერლიგის გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აფრიკელმა მოთამაშემ ერთ სეზონში სამჯერ მიიღო აღნიშნული ჯილდო, რაც პრემიერლიგის რეკორდია. სალაჰი საუკეთესოდ ნოემბერსა და თებერვალშიც დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია Daily Mail-მა გაავრცელა.
"ლივერპულის" შემტევმა გასულ თვეში ოთხი მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა. ამავდროულად, აფრიკელი პრემიერლიგის ბომბარდირთა დავას 29 გოლით ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ ჰარი კეინს ოთხი გოლით უსწრებს. გუშინ ასევე ცნობილია გახდა, რომ გულშემატკივრებმა სალაჰი გუნდის თვის საუკეთესო ფეხბურთელად მიმდინარე სეზონში მეექვსედ დაასახელეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
როგორც ჩანს რონალდომ მესიც მოინელა. მისი კონკურენტი წელს სალაჰია
ხოო მსოფლიოზე ვნახავთ მაგას
რუსეთში ეხლა დაახლოებით ისეთი სიტუაციაა ომის წინ რომ იყი--როგორ შევაჩეროთ ჰიტლერი ! ეხლა ასე იძახიან --როგორ შევაჩეროთ სალაჰი DDD
ლივერპულმა ფინალი თუ ითამაშა ოქროს ბურთის ყველაზე რეალური კანდიდატია წელს
თვითონაც ვერ წარმოიდგენდა ასეთ სეზონს დარწმუნებული ვარ დონე მომო ახლაა მთავარი ახლა იწყება