ფეხბურთი

21:55 | 13.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე ელნენი გამოარჩიეს

ეგვიპტის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი მოჰამედ ელნენი გულშემატკივრებმა ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აფრიკელმა მოთამაშემ გამოკითხვაში ხმების 84% მიიღო. მეორე ადგილზე დიმიტრი პაიე (10%) გავიდა, ხოლო მესამეზე - ამადუ აიდარა (4%).

ელნენიმ მოსკოვის ცსკა-თან ფრედ (2:2) დასრულებულ ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. "არსენალი" 0:2 აგებდა, მოჰამედმა კი 75-ე და მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე დანი უელბეკს და აარონ რემზის გაატანინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111739