ფეხბურთი

17:37 | 13.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგაზე მანე გამოარჩიეს

ჩემპიონთა ლიგის გასული კვირის საუკეთესო ფეხბურთელად “ლივერპულის” შემტევი სადიო მანე დასახელდა. სენეგალელმა უეფას ვებგვერდზე მიმდინარე გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

მანეს გამოკითხულთა ხმების ნახევარი ერგო – 51%. მეორე ადგილზე “რომას” ფორვარდი ედინ ჯეკო გავიდა 16%-ით.

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა მარიო მანჯუკიჩმა ხმების 16% მიიღო, ხოლო არიენ რობენს ოდენ 3% ხვდა წილად.

0.117027