ფეხბურთი

16:12 | 13.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

მიუნხენის “ბაიერნის” ახალი თავკაცი, რომელიც გუნდს დამდეგი სეზონიდან გაწვრთნის, ცნობილია. როგორც “რეკორდმაისტერის” ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, 2018 წლის 1 ივლისიდან მთავარი მწვრთნელის პოსტზე ნიკო კოვაჩი იმუშავებს.

“2018 წლის 1 ივლისიდან გუნდში ნიკო კოვაჩი იმუშავებს. სამწილიანი კონტრაქტი გუშინ გაფორმდა”, - აღნიშნა “ბაიერნის” სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა.

კოვაჩი იუპ ჰაინკესს ჩაანაცვლებს, რომელიც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შედეგების მიუხედავად, პოსტს დატოვებს. რაც შეეხება 46 წლის ნიკო კოვაჩს – მისი სამწვრთნელო კარიერა ხორვატიის 21 წლამდე ნაკრებიდან დაიწყო, 2013-2015 წლებში უკვე ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, ხოლო 2016 წლიდან “აინტრახტს” წვრთნის. მიმდინარე სეზონში ფრანკფურტელები 46 ქულით მეხუთე ადგილზე არიან და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან.

ხორვატი სპეციალისტისთვის “ბაიერნი” ნაცნობი ადგილიცაა. 2001-2003 წლებში იგი მიუნხენური გუნდის ღირსებას ფეხბურთელის რანგში იცავდა.

0.111757