თამაშგარე

11:25 | 13.04.2018 | ნანახია 2153 - ჯერ

პირში მთქმელი ემა

მადრიდის “რეალში“ მობურთალი უელსელი ფეხბურთელის, გარეთ ბეილის ნაცოლარი და შვილის დედა, მსახიობი ემა-რის ჯონსი მიუხედავად იმისა, რომ ხშირად იძახის - მადრიდულ კლუბს გარეთის ხათრით მთელი გულით ვქომაგობო, ოთხშაბათს გამართულ მატჩზე სულ სხვა წარმოდგენის ყოფილა.

ემა-რის ჯონსი ამბობს, რომ მას ძალიან დასწყდა გული ტურინის “იუვენტუსის“ გამოვარდნაზე და ამასთან დაკავშირებით მატჩის შემდეგ გარეთ ბეილსაც კი დაურეკა და თავისი მოსაზრებები გაუმხილა რაც ფეხბურთელმა ბუნებრივად მიიღო და ისიც კი უთქვამს - ნეიტრალური ქომაგის ადგილზე შეიძლება მეც შენსავით მეფიქრაო.

ემა-რის ჯონსი მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად მეგობრობს ბულვარულ მედიასთან, ვერ ვიტყვით, რომ ბულვარულ საზოგადოებაში დიდად ფესვგადგმული ქალია. სამსახიობო კარიერაშიც მხოლოდ მეორეხარისხოვან როლებს სჯერდება, თუმცა ხვალ და ზეგ რა იქნება - ეს ზინედინ ზიდანმაც კი არ იცის...

Loading...

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:06 | 19.04.2018
centurioni (345)

რაზე დაწყდა გული რეალი რო უკეთესია ვიდრე იუვე და შარშანდელი ფინალშიც გამოჩნდა და ახლა ტურინშიც0-3 და რომ მოენდომებინათ 72 წუტის მერეც რო გაიტანდნენ დაუფრო ზაან მოუგებნენ ტურინში ისე იტამასა იუვემ როგორც ლეგანესი ტამასობს და რახამ მაჯუკიჩმა 2-ჯერ ურცოლა და გაიტანა 2 გოლი და მერე ნავასმაც წაიყ ლ ვ ა მაგის გამო იუვეს ეკუტნოდა პენალტი იყო და დაინისნა საერთოდ არ ჩირდებოდა ვასკეცს პენალტი ისეც გაქონდა რო არ წაექცია

20:23 | 14.04.2018
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1086)

გემოვნების საკითხი მგონია მილიარდელ კაცს რა ცოლი ყავს

13:17 | 13.04.2018
# KoRBeN DaLLaS # (12838)

მაგაშია სწორედ საქმე. ვინც რეალი-იუვეს უყურა და მეორე დღეა უსამართლობის განცდა არ ასვენებს, უნდა მიხვდეს რომ საქმე ემოციებშია - ძნელია მშვიდად უყურო, გუნდი სასწაულს რომ ახდენს და ბანალური პენალტით ყველაფერი წყალში ეყრება.
ემა-რის ჯონსს ბეილი მაინც დაურეკავს და აუხსნის, მაგრამ აი ჩვენი საიტის ურწმუნოთა კატეგორიას ვინ შეაცვლევინებს მცდარ აზრს, ეგ აღარ ვიცი

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.091083