სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

3:30 | 13.04.2018 | ნანახია 3220 - ჯერ

“ზალცბურგის” გმირობა და სამი მოსალოდნელი ნახევარფინალისტი

ევროპა ლიგის 2017/2018 წლების სეზონის ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია. ოთხივე 1/4 ფინალური შეხვედრა ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა. თითოეულ მატჩში ინტრიგა თითქმის ბოლომდე არსებობდა, ხოლო “ზალცბურგმა” შეიძლება ითქვას, გმირობა შემოგვთავაზა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მატჩების შემდგომ, ავსტრიელთა ამბავი ალბათ გასაკვირი აღარაა.

სწორედ “რედ ბულ არენაზე” გამართული დაპირისპირებით დავიწყოთ. “ლაციოს” იტალიაში 4:2 ჰქონდა მოგებული და “ზალცბურგს” შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ორბურთიანი სხვაობით მოგება მართებდა, რაც მშვენიერ ფორმაში მყოფ “არწივებთან” საკმაოდ რთული მისია გახლდათ.

პირველი ტაიმი თანაბარი და უგოლო გამოდგა, აი მეორე ნახევარი კი გიჟური ვიხილეთ: ჯერ იყო, 55-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ჩირო იმობილემ ანგარიში გახსნა და თითქოს ორრაუნდიანი ჯახის ბედი გადაწყვიტა, მაგრამ... ავსტრიელებმა გამოიღვიძეს და თანაც როგორ?! ერთ წუთში დაბურმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო 72-ე წუთზე იტალიელთათვის ოთხწუთიანი ჯოჯოხეთური მონაკვეთი დაიწყო: ჰაიდარას გასროლით მასპინძლები დაწინაურდნენ, 74-ე წუთზე ჰუანგი მშვენივრად გაიხსნა, გრძელი გადაცემა მიიღო და დასატყმელ პოზიციაზე გადავიდა, შემდეგ კი რიკოშეტი დაეხმარა და ბურთი სტრაკოშას კარში შევარდა, კიდევ ორ წუთში კი ავსტრიელთა კუთხური ლეინერის თავურით დასრულდა. “ლაციოს” დამატებით დროში გადასასვლელად ერთი გოლი სჭირდებოდა, თუმცა “ზალცბურგმა” თავის დაცვა მოახერხა და ნახევარფინალში დამსახურებულად გავიდა – 4:1.

“მარსელს” გასვლაზე მინიმალური სხვაობით 0:1 ჰქონდა წაგებული. ფრანგული კლუბისთვის შეხვედრა ცუდად დაიწყო და მე-2 წუთზე დასარტყმელ პოზიციაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ბრუმამ ანგარიში გახსნა. ზღვისპირელებმა მობილიზება მალევე მოახერხეს, მაგრად შეუტიეს და მე-10 წუთისთვის უკვე წინ იყვნენ: მე-6 წუთზე ილსანკერმა ავტოგოლი გაიტანა, ხოლო მე-9 წუთზე მორგან სანსონს გულაჩიმ ორი რთული ბურთი აუღო, მაგრამ დამატებაზე სარი გაჩნდა და გოლი მაინც გავიდა. მე-17 წუთზე დიმიტრი პაიემ შორიდან გაისროლა და ულამაზესი გოლი გაიტანა, თუმცა მსაჯმა ცოტათი უცნაური გადაწყვეტილება მიიღო, სხვა მოთამაშეზე (მიტროღლუზე) ჯარიმა დააფიქსირა და ეს გოლი გააუქმა. “მარსელმა” კი პირველივე ტაიმში მოახერხა მესამეს გატანა და ამის გაკეთება 38-ე წუთზე ფლორიან ტოვენმა მოახერხა, რომელიც პაიეს ჩამოწოდებულს გამოეხმაურა და ახლო მანძილიდან შეაგდო.

“ლაიფციგმა” მეორე ნახევარი კარგად დაიწყო და 55-ე წუთზე აუგუსტინმა მანდანდას შორეულ კუთხეში გაუტანა. გაშვებული გოლისთანავე ფრანგებმა უმალ შეუტიეს და ხუთ წუთში პაიემ მორიგი ბრწყინვალე გოლი გაიტანა, რომელიც უკვე ჩაითვალა და ეს ბურთი ჯობს თავად ნახოთ. გერმანელებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ერთი ბურთი სჭირდებოდათ და 94-ე წუთზე მეკარეც კი წინ წავიდა, მაგრამ მასპინძლებმა ბურთის გამოტანა შეძლეს, სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს და საკაიმ დაუცველ კარში შეაგორა ბურთი – 5:2.

ქების ღირსია “სპორტინგი”, რომელიც “ატლეტიკოს” ორივე მატჩში ძალიან კარგად ეთამაშა და ცოტა რომ გამართლებოდა, შეიძლება შემდეგ ეტაპზეც გასულიყო. პორტუგალიურმა კლუბმა, რომელსაც 0:2 ჰქონდა ამოსაქაჩი, თამაში ძალიან აქტიურად დაიწყო და მე-10 წუთზე იან ობლაკმა სებასტიან კოატესს ურთულესი თავური აუღო, თუმცა სწორედ ობლაკის არადამაჯერებელ თამაშს მოჰყვა გოლი 28-ე წუთზე: სლოვენიელმა კიპერმა ბრუნო ფერნანდეშის ჩაწოდებულს ვერ აუღო ალღო ცუდად მოიგერია და მონტეროს ბურთი თავზე დაასვა, რომელმაც საჩუქარი შეირგო და საკუთარი გუნდი დააწინაურა. პორტუგალიელები შეტევას განაგრძობდნენ, თუმცა პირველ ტაიმში აღარაფერი შეცვლილა.

მასპინძლებმა მეორე ნახევარიც აქტიურად დაიწყეს, თუმცა ცოტა ხანში “ატლეტიკომ” შეძლო და თამაშის სადავეები ხელში ჩაიგდო. მატჩის მიწურულს კი, “როხიბლანკოს” ორი 100%-იანი შანსი შეექმნა: ანტუან გრიზმანი ორწუთიან მონაკვეთში მეკარესთან პირისპირ ორჯერ დარჩა, თუმცა ერთ შემთხვევაში რუი პატრისიოს ვერ აჯობა, მეორე მომენტში კი ააცილა – 1:0.

“არსენალს” შინ 4:1 ჰქონდა მოგებული, მაგრამ საკუთარი გულშემატკივარი მაინც ანერვიულა. ცსკამ ტაიმი ჩალოვის გოლით მოიგო, ხოლო 50-ე წუთზე ნაბაბკინმა ჩეხის შეცდომით ისარგებლა, დამატებაზე კარგად ითამაშა და მეორე გოლი შეაგდო. ევროტურნირები თითქოს კიდევ ერთ დიდ სენსაციას მიუახლოვდა და მოსკოვურ გუნდს სულ ცოტა დააკლდა მესამეს გატანამდე: 74-ე წუთზე სერგეი იგნაშევიჩის გასროლის შემდგომ, ლონდონელთა კარს ბურთმა სანტიმეტრებში ჩაუარა. ზუსტად ერთ წუთში კი, მოჰამედ ელნენის ჩინებულმა გადაცემამ და უელბეკის სათანადო შესრულებამ წყვილის გამარჯვებულის ვინაობა გადაწყვიტა, ხოლო 92-ე წუთზე ელნენიმ კიდევ ერთი დიდებული გადაცემა გააკეთა და ამჯერად აარონ რემსის გაატანინა – 2:2.

ცსკა – არსენალი 2:2 (1:0)

გოლები: 1:0 ჩალოვი (39), 2:0 ნაბაბკინი (50), 2:1 უელბეკი (75), 2:2 რემსი (92)

მარსელი – ლაიპციგი 5:2 (3:1)

გოლები: 0:1 ბრუმა (2), 1:1 ილსანკერი (6 ს.კ.), 2:1 სარი (9), 3:1 ტოვენი (38), 3:2 აუგუსტინი (55), 4:2 პაიე (60), 5:2 საკაი (94)

ზალცბურგი – ლაციო 4:1 (0:0)

გოლები: 0:1 იმობილე (55), 1:1 დაბური (56), 2:1 ჰაიდარა (72), 3:1 ჰუანგი (74), 4:1 ლეინერი (76)

სპორტინგი – ატლეტიკო 1:0 (1:0)

გოლი: მონტერო (28)

Loading...

კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:52 | 13.04.2018
federerjamesliverpooldelpotro (10604)

არსენალი-ატლეტილო მარსელი-ზალცბურგი დაჯდა რატო არ წერთ

21:59 | 13.04.2018
ბნელი ღრუზინი - დაწექით პუტანკებო, მეც მიცავს ანტიდისკრიმინაციული კანონი მგონი (917)

სულ გამოვითიშე, გილოცავ ლივერპულის გასვლას და ჩემპიონობაც მომელოცოს ბარემ, საღოლ საღოლ, იმენა რაკეტებივით არიან როჟები, ქარივით დაქრიან მალადეც კლოპს, უნდა ვაღიარო - არ ვთვლიდი კლოპს უმაღლესი დონის ტრეინერად, უფრო დორტმუნდის ერთჯერადი გამონათება მეგონა, მაგრამ თანდათან ვრწმუნდები რო შევცდი, მაგრამ მომავალ წელს კიდევ უფრო უნდა მოაღონიეროს დაცვა, თორე ეს ჯორობაც ტეხავს მაინც... მარტო ვანდეკი სლაბა მაინც ჩემი აზრით...

23:38 | 13.04.2018
federerjamesliverpooldelpotro (10604)

მადლობა გაიხარე გაიხარე .ლივერპული ვალენსია რომას დონეზე ვერასოდეს ჩავა ელიტაა ფეხბურთის ბოლო წლების კრიზისი არაფერს ნიშნავს.ლიგის მოგება კი შეგვიძლია და გადამეკეტება ეს რო მოხდეს 10 წელია 1 ტიტულის ისიც თასის მეტი არ მოგვიგია არაფერი.კლოპს რაც შეეხება უმაღლესი კლასია საერთოდ სხვა დონეა ამაში ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი.გერმანელზე ბევრიდ დაწერა შემიძლია მხოლოდ კარგის დღეს უდავოდ ერთერთი საუკეთესოა

22:00 | 13.04.2018
ბნელი ღრუზინი - დაწექით პუტანკებო, მეც მიცავს ანტიდისკრიმინაციული კანონი მგონი (917)

და კიდევ იმედია ახალგამომცხბარი ვარსკვლავებით არ დაიწყებენ ბარიგობას, როგორც ბოლო წლებში მიეჩვიენ, თორე ვერ გაცდებიან ვალენსიების და რომების დონეს...

21:55 | 13.04.2018
ბნელი ღრუზინი - დაწექით პუტანკებო, მეც მიცავს ანტიდისკრიმინაციული კანონი მგონი (917)

არ ცალიათ ბრაატ, აცადე ხალხს ცხოვრება... ვაახ ჩემი კაი, რა სულწასული მკითხველი ყავს წორლდსპორტ.გე-ს...დდდდდ

14:36 | 13.04.2018
Mr_gr (1368)

ლოტიტო ყომარისტი

14:34 | 13.04.2018
Nikala (147)

რაღაც საეჭვოდ მომრავლდა "ქამბექები" ევროთასებზე ბოლო დროს. სხვა, უფრო ხმაურიან შეხვედრებს რომ დავანებოთ, აგერ, "რედ ბულის" დაქვემდებარებაში მყოფმა ორმა კლუბმა ამ თვალსაზრისით, როლები გაცვალეს გუშინ.

14:40 | 13.04.2018
O. Mertskhali (3303)

+

13:44 | 13.04.2018
კორბენ ცრუმართალა (13790)

პაიემ რავარი "ჩააყაზაიშვილა"
ბრავო მარსელს და ბრავო ზალცბურგს. თუმცა მეორე შემთხვევაში ალბათ უფრო ლაციოა "შესაქები"

11:45 | 13.04.2018
federerjamesliverpooldelpotro (10604)

მარსელი ლაიფციგი მართლა ძაან მაგარი თამაში იყო.პაიეს გოლი საოცარი და მთლიანობაში ძაან მაგრად ითამაშა.ამ შესაძლებლობების ფეხბურთელს უფრო მაღალი დონის გუნდში უნდა ეთამაშა უფრო წარმატებული კარიერით.ლაციოს გასვლა მინდოდა მაგრამ როგორჩ ჩანს თვითონ არ უნდოდათ გასვლა.არსენალი ატლეტიკო იმედია ერთმანეთს ნახევარფინალში არ შეხვდებიან.მარსელი რომელსაც არ უნდა შეხვდეს ადვილად ვერ მოუგებს

სტატისტიკა
0.201493