ფეხბურთი

21:30 | 12.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

დელ პიერო ბუფონის წინააღმდეგ

ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდარული კაპიტანი ალესანდრო დელ პიერო ყოფილ თანაგუნდელ ჯანლუიჯი ბუფონს არ ეთანხმება. დელ პიეროს განცხადებით, ჯიჯის საქციელი მისთვის გაუგებარია.

“ჩემთვის ძალიან რთულია ბუფონის კრიტიკის გაგება მსაჯის მისამართით. ასევე არ მესმის, რატომ გაიხსენა პირველი თამაში. ფეხბურთში ანალიზი მოქმედ მომენტებს უნდა გაუწიო და არა წარსულს. როგორიც უნდა იყოს, პოზიტიური თუ უარყოფითი. ვფიქრობ, ჯიჯი დამშვიდდება და რამდენიმე დღეში არ იტყვის იგივეს, რაც მაიკლ ოლივერზე თქვა”, - თქვა დელ პიერომ.

შეგახსენებთ, “იუვენტუსმა” “რეალთან” პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე 0:3 წააგო, ხოლო შემდეგ მადრიდში 93-ე წუთამდე ასევე 3:0 იგებდა. შეხვედრის დასრულებამდე 20 წამით ადრე კი, მაიკლ ოლივერმა ტურინელთა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

სწორედ ამას მოჰყვა ბუფონის გაცხარება, რომელიც ინგლისელმა არბიტრმა გააძევა, ხოლო ლეგენდარულმა მეკარემ მსაჯზე განაცხადა, რომ მას გულის ნაცვლად ნარგვის ურნა აქვს და ასეთი დონის მატჩებს არ უნდა მსაჯობდეს. არამედ, ცოლ-შვილთან ერთად ტრიბუნაზე იჯდეს, ჩიფსებთან ერთად კოკა-კოლას, სპრაიტს ან მინერალურ წყალს მიირთმევდეს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109179