ჩოგბურთი

19:35 | 12.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილის რევანში

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მაროკოს ქალაქ მარაკეშში მიმდინარე ჰასან II-ის გრან პრიზე მეორე შეხვედრა მოიგო. 26 წლის მოთამაშემ მერვედფინალში მასპინძელთა წარმომადგენელი, მსოფლიოს 617-ე ჩოგანი ლამინე ოუაჰაბი 7:6, 5:7, 6:3 დაამარცხა.

მიმდინარე სათამაშო წელს ნიკოლოზი და 33 წლის ლამინე მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს და ქართველმა ანგარიში გაათანაბრა. პირველი მატჩი დევისის თასზე გაიმართა და მაშინ ოუაჰაბიმ მეტოქე იოლად 6:1, 6:3 დაამარცხა. მაროკოელი მარაკეშის ტურნირზე ველური ბარათის მეშვეობით მოხვდა და პირველ წრეში ფილიპ კოლშრაიბერის (გასული წლის ფინალისტი) ძლევით სენსაცია მოახდინა.

ბასილაშვილი მეოთხედფინალში ჟოაუ სოუზას დაუპირისპირდება. პორტუგალიელი რეიტინგში 70-ე პოზიციაზე იმყოფება. ბასილაშვილმა მაროკოში მიმდინარე ტურნირზე ორი მოგებით რეიტინგში დაწინაურება უკვე გაინაღდა. ამჟამინდელი მონაცემებით ნიკოლოზი უკვე 79-ე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111689