ფეხბურთი

17:30 | 12.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

მადრიდის “რეალის” კაპიტანი სერხიო რამოსი შესაძლოა უეფას სადისციპლინო კომიტეტმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯოს. ესპანური მედიის ცნობით, რამოსი “იუვენტუსთან” მატჩის მეორე ტაიმში სტადიონის გვირაბთან ყოფნის გამო დაისჯება – დისკვალიფიცირებულ ფეხბურთელს უეფას წესდების მიხედვით იქ ყოფნის უფლება არ აქვს.

რამოსი ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ტრიბუნაზე იჯდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც “იუვენტუსმა” სამი გოლი გაუტანა მეტოქეს, სათადარიგო სკამთან ახლოს, გვირაბის შესასვლელთან გადმოინაცვლა.

მატჩის ბოლო წუთზე კი, ტურინელთა თავკაც მასიმილიანო ალეგრისთან შელაპარაკებაც მოუვიდა. სავარაუდოდ, უეფას საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს. თუ სერხიო დაისჯება, მაშინ “სამეფო კლუბს” ნახევარფინალში კაპიტნის გარეშე მოუწევს თამაში.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მიზეზის გამო უეფამ დისკვალიფიკაცია წარსულში ჩაბი ალონსოს მიუსაჯა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123295