უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩების შემდეგ WORLDSPORT.GE წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს, მიღწევებს, რეკორდებსა და სტატისტიკურ მონაცემებს.
მაშ ასე, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი ერთ გვერდზე:
8 – “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ზედიზედ მერვედ გავიდა და ეს რეკორდია.
3 – “იუვენტუსი” გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ევროთასებზე “რეალი” მისსავე მოედანზე სამჯერ დაამარცხა.
2016 – ბლეზ მატუიდიმ ჩემპიონთა ლიგაზე მეშვიდე და 2016 წლის ნოემბრის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა.
2 – მხოლოდ “იუვენტუსის” ორ სხვადასხვა ფეხბურთელს აქვს “სანტიაგო ბერნაბეუზე” დუბლი შესრულებული (მეტოქის რანგში ევროთასებზე). 2008 წელს ალესანდრო დელ პიერო და 2018 წელს მარიო მანჯუკიჩი.
10 – მარიო მანჯუკიჩმა ჩემპიონთა ლიგაზე 20 გოლიდან 10 თავით გაიტანა.
76 – “რეალმა” საკუთარ მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა (76 წამი).
0 – “რომა” ერთადერთი გუნდია მიმდინარე სეზონში, რომელსაც საშინაო მატჩში გოლი არ გაუშვია.
2 – “რომა” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მეორედ გავიდა. პირველად ასეთი რამ 1983-1984 წლების სეზონში მოხდა.
3 – “რომა” გახდა მესამე გუნდი, რომელმაც მინიმუმ სამბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. მანამდე ეს “დეპორტივომ” და “ბარსელონამ” გააკეთეს.
1+1 – დანიელე დე როსი პირველი ფეხბურთელია 2013 წლის შემდეგ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში “ბარსელონას” გოლიც გაუტანა და საგოლე პასიც გააკეთა. ბოლოს იგივე ტომას მიულერს ჰქონდა გაკეთებული.
3 – ედინ ჯეკოს ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი გოლი “ბარსელონას” კარში აქვს გატანილი (3).
4 – პირველად მოხდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თითო წარმომადგენელი ეყოლებათ ესპანეთს, გერმანიას, იტალიასა და ინგლისს.
1 – ჯანლუიჯი ბუფონმა ჩემპიონთა ლიგაზე პირველი წითელი ბარათი მიიღო (117 მატჩი).
4 – 2010 წლიდან მოყოლებული ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი პირველად იქნება დაკომპლექტებული 4 სხვადასხვა ქვეყნის გუნდით.
10 – კრიშტიანუ რონალდუს “იუვენტუსის” კარში 10 გოლი აქვს გატანილი და ამაზე მეტჯერ ერთი გუნდის კარი არავის დაულაშქრავს.
10 – “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მეათედ გავიდა. ინგლისურ გუნდებში ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ “მანჩესტერს” აქვს (12).
3 – “ლივერპული” პირველი გუნდია, რომელთანაც პეპ გვარდიოლამ ერთ სეზონში სამი მატჩი წააგო.
50 – მოჰამედ სალაჰმა მიმდინარე სეზონში (ყველა ტურნირის ჩათვლით) 50 გოლში მიიღო მონაწილეობა (39 გოლი, 11 პასი).
33 – “ლივერპულს” 33 გოლი აქვს გატანილი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში დ ეს ინგლისური გუნდებისთვის სარეკორდო შედეგია.
51% - კრიშტიანუ რონალდუმ 2009-2010 წლების სეზონიდან მოყოლებული “რეალის” გატანილ გოლების ნახევარზე მეტში მიიღო მონაწილეობა (132/257). 105 გოლი, 27 პასი.
2 – მარიო მანჯუკიჩი 2003-2004 წლების სეზონიდან პირველი ფეხბურთელია, რომელმაც “რეალს” ერთ თამაშში ორი გოლი თავით გაუტანა.
1 – “ბარსელონა” პირველად გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას, როდესაც პირველი მატჩი მინიმუმ 3 ბურთის სხვაობით ჰქონდა მოგებული.
100 – “ბაიერნმა” ევროთასებზე მეასე მშრალი მატჩი ჩაატარა საკუთარ მოედანზე.
3 – იუპ ჰაინკესი ჩემპიონთა ლიგაზე სამჯერ მუშაობდა (1997-1998 “რეალში”, 2011-2012, 2012-2013 “ბაიერნში”) და სამჯერვე მისი გუნდი მინიმუმ ფინალში გავიდა.
100 – ჟერომ ბოატენგმა და ტომას მიულერმა ჩემპიონთა ლიგაზე მეასე მატჩი ჩაატარეს.
150 – კრიშტიანუ რონალდუმ ლიგაზე 150-ე შეხვედრა ჩაატარა.
2 – იურგენ კლოპი მეორე გერმანელი მწვრთნელია, რომელმაც უცხოური გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყავანა. პირველად ეს იუპ ჰაინკესმა 1998 წელს გააკეთა.