ფეხბურთი

14:13 | 12.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "რატომ არ დანიშნა მსაჯმა იგივე სიტუაციაში პენალტი პირველ თამაშში?"

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ “რეალთან” (3:1) შეხვედრაში მსაჯის მოქმედება შეაფასა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, პირველ შეხვედრაში ანალოგიურ სიტუაციაში პენალტი “რეალის” კარში არ დაინიშნა.

“არ მინდა მსაჯის შესახებ საუბარი, მაგრამ ვწუხვარ ბიჭების გამო, რომლებმაც ყველაფერი გაიღეს და კარგად ითამაშეს. თუმცა, პირველ თამაშში ანალოგიურ ეპიზოდში ჩვენ არ დაგვინიშნეს პენლატი, როდესაც ბოლო წუთზე კუადრადო წააქციეს. ეს ყველაფერს შეცვლიდა. რა ვუთხარი რამოსს? – იგივე, ტურინში ასეთ სიტუაციაში მსაჯმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა”, - განაცხადა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ “რეალმა” “იუვენტუსი” ორი მატჩი ჯამში 4:3 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

0.121961