ფეხბურთი

13:45 | 12.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩილავერტი: "იუვენტუსი" ლიგიდან საფეხბურთო მაფიამ გამოთიშა"

პარაგვაის ნაკრების ყოფილი მეკარე ხოსე ლუის ჩილავერტი მადრიდის “რეალისა” და ტურინის “იუვენტუსის” შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ლეგენდარული სამხრეთამერიკელის განცხადებით, საფეხბურთო მაფიამ “იუვენტუსი” გაწირა:

“საფეხბურთო მაფიამ “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგიდან გააგდო”, - წერს ჩილავერტი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ “ბებერმა ქალბატონმა” “რეალი” 3:1 დაამარცხა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში 3:4 წააგო და ტურნირს დაემშვიდობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118114