თამაშგარე

13:18 | 12.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ედა ოსკარსი ბრიტანელებმა მოხიბლეს

ისლანდიელი მოდელი, ედა ოსკარსი, რომელმაც ბედი კონომატოგრაფიაშიც წარმატებით სცადა, განსხვავებით სხვა ქვეყნის მკვიდრ მოდელთაგან - -მისი მშობლიური ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებზე მეტად, ინგლისის საფეხბურთო ნაკრებს ქომაგობს, საყვარელ საფეხბურთო კლუბად კი ინგლისურივე “ლივერპული“ აურჩევია.

ედას ბრიტანელებით ასეთ მოხიბვლას ცხადია თავისი მიზეზებიც აქვს. მისი დედა წარმოშობით ინგლისიდან გახლავთ და როგორც ჩანს შვილს მისი სამშობლოს სიყვარული განსაკუთრებულად ჩააგონა და ეს ყველაფერი საბოლო ჯამში ედა ოსკარსის საფეხბურთო გემოვნებაშიც მშვენივრად გამოიხატება.

ისლანდიელი მოდელი “ლივერპულის“ ბოლოდროინდელი წარმატებებით იმდენად კმაყოფილი, გახარებული და ბედნიერია, რომ იძახის - თავი სიზმარში მგონია და ისიც აღარ გამიკვირდება, “წითლები“ევროპის უპირველეს თასს თუ დაეუფლებიანო. მადა რომ ჭამაში მოდის, როგორც ჩანს ირლანდიაშიც კარგად უწყიან...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136141