ფეხბურთი

12:50 | 12.04.2018 | ნანახია 4054 - ჯერ

შავ-თეთრი ღირსება

„იუვენტუსის“ გულშემატკივარი ბევრი, ბევრი წლის წინ გავხდი. მეგობრის მამამ შავ-თეთრ „გრუნდიგზე“ ჩართო, დაიჭირა ფეხბურთი და მაშინ გავიცანი ეს გუნდი. გამოსახულება წყდებოდა, სიგნალი ცუდი იყო, ჩვენც მანიაკებივით თექვსმეტივე ღილაკს (ტელევიზორს მეტი არ ჰქონდა) ვაჭერდით თითებს და მაინც ვერაფერს ვერ ვცვლიდით. არ მახსოვს, ვის ხვდებოდა „იუვენტუსი“. მახსოვს, რომ იქ იყო „იუვენტუსი“. მას მერე სულ ასე ვარ. ვუფრთხილდები მეხსიერებას და ამ გუნდს. მხოლოდ „იუვეს“ ვიმახსოვრებ. ძალიან იშვიათად, იმ მეორე გუნდს, რომელსაც ჩვენ ვხვდებით.

პლატინის და ბონეკის გუნდი თითქმის არ მახსოვს. ცოტა მეტი თამაში იცით, რომელი „იუვეს“ მონაწილეობით ვნახე? ზავაროვი, ბაროში რომ იყვნენ. ისე რა, ცუდი გუნდი არ იყო, მაგრამ სხვებმა სწორი არჩევანი გააკეთეს, „ნაპოლიში“ დიეგო ქმნიდა, „მილანი“ ჰოლანდიური ნაღებით აივსო, „ინტერი“ გერმანულად საუბრობდა და აქეთ, ტურინში ნიჭიერი და ნულოვანი ქარიზმის მქონე არაიტალიელები დარბოდნენ. რობერტო ბაჯომ „იუვენტუსს“ ტიტულები დაუბრუნა (უეფას თასიც თემაა. მაშინ, ეს, იმ „მილანთან“ ჩეხვაში მაქსიმუმი იყო). და შემდეგ გავიცანი ჩემი საყვარელი ფეხბურთელი. ალესანდრო დელ პიერო.

მოჭიდავე პერუცი, ფსიქოფატი ტორიჩელი, მძლეოსანი დი ლივიო, ფიზკულტურის მასწავლებელი დეშამი, პიტბული დავიდსი, ყოველთვის სხვის მაგივრად შარდის ანალიზის ჩამბარებელი რამპულა, მკაცრი კონტე და მორცხვი ბირინდელი, უჟმური მონტერო და ყველაზე სახიფათო ცხვირის მქონე ფერარა, დამჯერი ტაკინარდი, პოდიუმის ინძაგი, ჩვეულებრივი და სანდო სოუზა, გენიოსი ზიდანი, ერთგული ნედვედი.

ეს გუნდი იყო ღირსება და ამ გუნდთან ერთად თამაშს არ ვტოვებდი. გული დამწყვიტა წვიმაში წაგებულმა ჭიდაობამ, როდესაც „იუვემ“ ბოლო ტურში დაკარგა ჩემპიონობა და პირველზე „ლაციო“ გავიდა. გული დამწყდა „რეალთან“ ფინალში სამართლიანი წაგების გამო, მიატოვიჩმა რომ შეაგდო. და კიდევ ერთხელ, „ბორუსიასთანაც“. სადაც ალესანდრომ პატარა შედევრი შექმნა. თავისი ტრავმირებული ფეხით. იმ წაგებებით, იმ ტკივილით „იუვენტუსი“ უფრო ახლო, უფრო დიდი მეგობარი გახდა. თითქოს, სისხლის ერთი ჯგუფი გვქონდა და მეც, სხვებიც მზად ვიყავით, რომ პირველივე დაძახებაზე მეგობრისთვის სისხლი, სითბო, ყურადღება მიგვეცა.

იყო სერია B, იყო გუნდში დარჩენილი გმირები და ზედიზედ ორჯერ დელ პიერო სხვადასხვა დონეზე საუკეთესო ბომბარდირი გახდა. იყო კიდევ რამდენიმე წაგებული ფინალი ჩემპიონთა ლიგაზე და იცით, რა არ მიდიოდა?

სიამაყე. ღირსება. ერთგულება. სიყვარული. რწმენა.

ჩემთვის „იუვენტუსი“ ეს ხუთი სიტყვაა.

სხვას მეტი აქვს მოგებული და „იუვე“ მაინც უფრო ძლიერია. სხვას მეტი გულშემატკივარი ჰყავს ტვიტერზე და „იუვეს“ სიყვარული არ არის ერთჯერადი. სხვები გვიგებენ და „იუვეს“ არმია მათ, მოწინააღმდეგეებს ტაშით, პატივისცემით აცილებს. ისევე, როგორც მადრიდში დელ პიერო გააცილეს. იმ მომენტში დიდი პატივი ვეცი „რეალს“. და უფრო მეტი პატივი ამ გუნდის ყველა გადარეულ გულშემატკივარს.

და „იუვენტუსის“ ოჯახში შესვლა მეტ ღირსებას ითხოვს.

ბუფონი კარიერას ჩემპიონთა ლიგის მოგებული ფინალის გარეშე დაამთავრებს. ალბათ.

თავი დახარეთ და მადლობა გადაუხადეთ ამ კაცს, რომელიც ყოველთვის ყველაზე გემოვნებიანი მეკარე იყო. ისე გადახტებოდა, რომ გულშემატკივრის პულსი დაუშვებელზე მაღლა ადიოდა.

ბუფონს გოლი თითქმის ყველა მაგარმა ტიპმა გაუტანა. ვინც ფეხბურთის თამაში ხოშიანად იცის, ვინც მართლა ყომარობს და ვინც მთქმელია, ბუფონს ყველამ აწყენინა. და ბუფონმაც ყველას აწყენინა. და ეს იყო პატივისცემის, სიდიადის წლები.

მაშინ, ბევრი წლის წინ „გრუნდიგში“ „იუვენტუსი“ გავიცანი. გამოსახულება შავ-თეთრი იყო და ის გუნდიც შავ-თეთრი ფორმით დარბოდა. იმ შავ-თეთრმა გუნდმა ფერადი ოცნება და სპორტის სიყვარული მაჩუქა.

სიამაყე. ღირსება. ერთგულება. სიყვარული. რწმენა.

ჩემთვის „იუვენტუსი“ ეს ხუთი სიტყვაა.

სამუდამოდ.

ზურა თალაკვაძე

თეგებიიუვენტუსი
Loading...

კომენტარები (43)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:06 | 13.04.2018
Volfi (16)

პენალი დასანიშნი იყო,არ აქვს მნიშვნელობა როდის დაირღვევა თამაშის წესები აქ ლაპარაკია იმაზე რომ მუდამ რეალის სასარგებლოდ იღებენ გადაწყვეტილებებს,ბაიერნი-რეალის თამაშიც ახსენეს და თუ ვიდალი გასაგდები იყო ვიდალამდე დიდი ხნით ადრე იყო გასაგდები კაზემირო!კაზემიროს ყვითელი ბარათი ქონდა როდესაც პენალი აიკიდა და მეორე ყვითელი არ მისცეს,მე ვერ ვიხსენებ სხვა ეგეთ მომენტს როდესაც ფეხნურთელი პენალს იკიდებს და წითელს თუ არა ყვითელ ბარათს არ იღებდეს,მაგ მომენტის შემდეგ კიდე ორჯერ ძალიან უხეშად ითამაშა და არც მაგ დროს გააგდეს,ვიდალის ეპიზოდს რაც შეეხება ხუთასი გამეორების შემდეგ ძლივს გამოჩნდა უმნიშვნელო კონტაქტი და ეგრევე გააგდეს,ნუ რონალდოს ოფსაიდებზე აღარაფერს ვამბობ.მთლიანობაში რეალმა აჯობა ბაიერნს მაგრამ ფეხბურთში ის არ იგებს ხოლმე ყოველთვის ვინც ჯობნის,მაგ ლოგიკით ბაიერნი ჩელსი ფინალში ბაიენმა აჯობა კიარა გააქრო მოედნიან ჩელსი მაგრამ ჩელსი გახდა ლიგის გამარჯვებული.რეალმა თუ აჯობა ამიტომ ოფსაიდიდან გოლი უნდა ჩაუთვალონ და გასაგდები ფეხნურთელი არ უნდა გააგდონ?

21:15 | 12.04.2018
korn (245)

ჯერ რეალი ხო სამარცხვინოთა ჯოგია სამეფო კლუბი კი არა ისტორიული სირცხვილის ზეიმია
11 ლიგიდან ობიექტურად და სამართლიანად მგონი 3 აც არ ექნებათ მოგებული ნო1 კლუბიო ტიპები სამ ლიგასაც ვერ გაიხსენებენ სადაც ღისეულად მოიგეს
და ბებერი ღირსეულ კლუბზეც ვიტყვი ერთ ორს ვალები დაუბრუნდათ გადასახდელს ყველა აბრუნებს(რეალის გარდა)რომა და ნაპოლი რო გააწამეს 25 ზე მეტ მოგონილ პენალტებით რო ხდებიან ჩემპიონები(კომენტარები იჩითება ხოლმე სერია ა ში იუვეს დახმარება რათ უნდაო?)ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო იუვე იყო სერია ბეში რო გაამწესეს გინდ შემადგენლობით და რითიც გინდა და მაინც ყიდულობდნენე და ვის რა უკვირს?

23:53 | 12.04.2018
Juventino Per Sempre (154)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

20:01 | 12.04.2018
ალი ფაშა (1)

დიდგორის ველზე ვიდექით 300 ათასამდე თურქ სელჩუკი, არაფერს ვაშავებდით, მოვარდნენ ქართველები, ყიჟინა დაგვცეს, გამოგვაგდეს, ამ მიწაზე ჩვენმა შვილებმა უნდა ირბინონო.

23:42 | 12.04.2018
O. Mertskhali (2961)

საღოლ )

19:24 | 12.04.2018
geogreece (9768)

არ ყოფილა ეს დედა მ პენალი და რა შეილაგეთ

21:41 | 12.04.2018
mjgiri (3313)

არ ყოფილა და ის რომ შენ გინდა რომ არ ყოფილიყო სხვა და სხვა რამეა

19:23 | 12.04.2018
geogreece (9768)

პენალი არა ყ იყო კიდევ

19:12 | 12.04.2018
middlesbro (687)

კაროჩეს რეალის @@@@@@ც მარა პენალტი იყო და არც დროს აქვს მნიშვნელობა და არც შედეგს.
ყოფილიყო 0-0 ზე 15 წუთზე ეგ ეპიზოდი ვინმე ხმის ამომღები არ იყო პროსტა მაგარი დაეწვათ. ბენატია ცალკე საგინებელია კიდე მეტრო ნახევრიან კაცს სხვანაირად რომ ვერ ართმევს ბურთს..... და ბოლოს ლივერული მიხედავს რეალს თუ შეხვდა რათქმაუნდა

18:42 | 12.04.2018
mushni (80044)

რეალის დედის ტვნას ისევ ჰაინკესი ჩაუტარებს--ბაბუს ჰეთრიკით ვაცილებთ===როგორც სჩVEVIA

17:47 | 12.04.2018
geogreece (9768)

მსოფლიო სპორტის ადმინისტრაცია

17:46 | 12.04.2018
geogreece (9768)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

17:46 | 12.04.2018
geogreece (9768)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

17:46 | 12.04.2018
geogreece (9768)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

17:46 | 12.04.2018
geogreece (9768)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

17:46 | 12.04.2018
geogreece (9768)

FUUUUUUU

17:45 | 12.04.2018
geogreece (9768)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

17:45 | 12.04.2018
geogreece (9768)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

17:44 | 12.04.2018
geogreece (9768)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

17:42 | 12.04.2018
geogreece (9768)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

17:42 | 12.04.2018
geogreece (9768)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

17:41 | 12.04.2018
geogreece (9768)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

17:41 | 12.04.2018
geogreece (9768)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

16:24 | 12.04.2018
bavaria-munchen5 (1302)

ის როგორ თქვა ბუფონმა მსაჯს გულის მაგივრად ურნა აქვსო არა? მერე თქვე კაი ხალხო ვერ აფურთხეთ და ბიჩოკები ვერ ჩააწვით მა ურნას რო დგეხართ აქლემებივით

16:21 | 12.04.2018
The King of Grass (9631)

ზურა თალაკვაძის ტიპირი ხელწერა სტატია თვითონვე გეუბნება ავტორი ვინცააა

16:27 | 12.04.2018
bavaria-munchen5 (1302)

ხო და ბოლოს ესეც უნდა დაეწერა შავთეთრ თელევიზორის ტალღებს ეპიკას რიტმები არხევდაო

16:18 | 12.04.2018
bavaria-munchen5 (1302)

მალე აქ რო შემომალ ესეთ ბაზარს შეიძლება წავაწყდე, გინდა ჭეშმარიტ გალაქტიკოზე გესაუბროთ? უწმინდეს და უნეტერეს ჩვენს მამა რონალდოზე? გინდა იცდე სიმართლე ვინაა წეშმარიტი სპეტაკი გუნდი? აი შენ გალაქტიკოს წმინდანები და ილოცე თამაშის წინ მარსელოს ხატზე

23:38 | 12.04.2018
O. Mertskhali (2961)

ჩაგეთვალა

16:04 | 12.04.2018
bavaria-munchen5 (1302)

რეალნეთის აქთივისტები, ქიუნეთის პონტში არიან რა

16:04 | 12.04.2018
accountant (111)

nu, visac Rampulla axsovs, mashin yvelaferi gvaxsovs.
Forza Italia

16:02 | 12.04.2018
bavaria-munchen5 (1302)

როგორ ამტკიცებენ პენალი იყო და საერთოდ მსაჯები როდის ეხმარებიან რეალსო, რაღაც თითქოს ქართველი პოლიტიკოსის უნარ ჩვევებით გამოირჩევიან ვითომ ოცნების ან ნაციონალების წევრები არიან და რასაც ზემოდან ეტყვიან ამათმაც ის უნდა იმეორონ გაუცნობიერებლად, პარლამენტარები ამაში ფულს იღებენ ესენი კიდე ვიღაც რეალის გასაპრავებლად ჭამენ აქაურობას, სექტაა რა ჩვეულებრივი

16:01 | 12.04.2018
accountant (111)

bolo komentshi aghnishnes, juve Baggiom shemayvarao.
Milani abbiatim shemayvara, nu me yoveltvis Maldinista var, magram Gigi aucileblad yvelaze maghla dgas Paolos mere.
rogori imedgacrueba ar minaxavs. esec morigi iyo da ar mgonia bolo.

15:54 | 12.04.2018
წინ ბათუმის დინამო (95)

მთელი მსოფლიო რომში მომხდარ სასწაულზე ლაპარაკობს და წერს.

"ბარსელონას" გულშემატკივარი არ ვარ, მაგრამ ამ გუნდის არც საწინააღმდეგო მაქვს რამე. უბრალოდ, ჩვენ კიდევ ერთხელ ნათლად დავრწმუნდით, რომ ფეხბურთი იყო, არის და იქნება სპორტის ნომერი პირველი სახეობა.

იქნება თუნდაც იმიტომ, რომ ასეთი რამეები მხოლოდ მისი უდიდებულესობის წიაღში შეიძლება მოხდეს და არსად სხვაგან...

ეს ერთი განყენებული თემაა, რომელიც, ალბათ, სულ სხვა წერილს იმსახურებს, მე კი კარგა ხანია, ასეთი სურვილითა და გზნებით არაფერი დამიწერია. ასე მგონია: გული გამისკდება, რასაც ახლა ვგრძნობ და განვიცდი, ის რომ არ დავწერო.

"ბარსელონას" საქართველოში ბევრი ქომაგი ჰყავს და ეს გასაკვირი არ არის. ეს უფრო კანონზომიერება მგონია თუნდაც იმ საფეხბურთო სასწაულების გამო, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ეს დიდებული გუნდი და მისი ლიდერი გვჩუქნიდნენ და გვჩუქნიან.

და მაინც, ნამდვილად არ ველოდი, თუ ჩემპიონთა ლიგიდან კატალონიური კლუბის გამოთიშვა ამხელა საერთოსახალხო აჟიოტაჟს გამოიწვევდა მთელ საქართველოში. არადა, ეს ნამდვილად ასეა.

დღესდღეობით, ჩვენს ქვეყანაში ძირითადად ორი ბანაკია. "ბარსელონას" ქომაგები დამწუხრებულები არიან. "რეალის" ფანები კი მათ ნიშნს უგებენ. კიდევ უფრო გამძაფრდა პოლემიკა კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის მაქებრებს შორის.

ასე განსაჯეთ, სოციალურ ქსელში თუნდაც მეგობრები ერთმანეთის ლანძღვაგინებასაც აღარ ერიდებიან. რა თქმა უნდა, კარგია, რომ ფეხბურთი გვიყვარს და გვაინტერესებს, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი.

პირდაპირ უნდა ვთქვა ჩემი აზრი: ეს ზღვარგადასული ემოციების ფრქვევა დიდი ვერაფერი საქმე მგონია. და ეს, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ დროში, როცა რამეს წერ, ცხენი უკვე შეკაზმული უნდა გყავდეს.

ათასი თვალი და კიდევ მეტი ყური უნდა გამოიბა, რომ სხვის საქმეში ძალაუნებურად არ ჩაერიო, თორემ მერე მოგდგება კრიტიკოსების ჯარი და ამ კრიტიკიდან თავის დაღწევა ძნელია.

რა თქმა უნდა, მე არავის კომპეტენციაში არ ვიჭრები და მხოლოდ საკუთარ აზრს ვაფიქსირებ. ასეა, მაგრამ ისიც ვიცი, რომ დაიწერება თუ არა ეს წერილი და იხილავს თუ არა ის დღის სინათლეს, ძალიან ბევრი ადამიანი გამოჩნდება ისეთი, ვინც ამ წერილის ავტორს დაემდურება.

ყველაზე მეტად ერთი რამ მიკვირს: "ბარსელონაზე" დიდი აღტაცებით და ასეთივე დანანებით საუბრობენ ისინი, ვისაც ტელევიზიითაც კი არ უნახავს გადაბმულად ორი ტაიმი და ხეირიანად არც ის იცის, ფეხბურთს 20 კაცი თამაშობს, თუ 22.

სამწუხაროდ, ასეა: ჩვენ აყოლილები ვართ მოდას და ძალიან ბევრ რამეს ჩვენი სიყვარულის და ხოშის კი არა, იმის გამო ვაკეთებთ, რომ სხვას დავემგვანოთ. რა მაგის პასუხია და, ჩემი მოკრძალებული და არცთუ შორსმხედველი თვალებით რომ ვუყურებ, ბევრი ტაძარშიც კი მოდას აყოლილი დადის და რა გასაკვირია, რომ ფეხბურთსაც ამის გამო უყურებდეს.

ახლა კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემაზე უნდა გადავიდე. ასე მგონია: ყველანი ასე დიდი რუდუნებით რომ ვფიქრობდეთ ქართულ ფეხბურთზე, მას გაცილებით ადრე და ხარისხიანადაც ეშველებოდა. მე ვიტყოდი, ეს დიდი პატივი იქნებოდა ჩვენი ფეხბურთისთვის, რაკი მისკენ გახდებოდა მიმართული საერთოეროვნული ენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი.

საქართველოს ნაკრებმა სულ ცოტა ხნის წინ ორი ამხანაგური მატჩი მოიგო. რაღა მხოლოდ გამარჯვებები გავიხსენოთ, ჩვენს ფეხბურთში იყო მტკივნეულზე მტკივნეული წაგებები. ბოლოს და ბოლოს, კარს მოგვადგა ერთა ლიგის გათამაშება, სადაც, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ქართული ფეხბურთის ბედი უნდა გადაწყდეს.

შეიძლება, ჩვენ მივიღოთ იმხელა სიხარული, რამხელაც არასოდეს მიგვიღია ფეხბურთისგან. და ამ სიხარულის პრელუდია დაწყებულია. და ამაზე ჩვენ ძალიან ცოტას ვლაპარაკობთ. წერს ძირითადად სპორტული მედია და მორჩა.

ჩვენს ტვინებში უკვე წლების განმავლობაში ჩაიჭედა, რომ საქართველოს ნაკრებზე და ეროვნულ ჩემპიონატზე ლაპარაკი (და ფიქრიც კი) ბანძობაა, რადგან ფეხბურთის სანახაობრივი მხარე არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში მაღალი არ არის.

ეს უკვე არასაფეხბურთო ქვეყნების სენია და თუ ყურადღებით არ ვიქნებით, ეს სენი აუცილებლად შემოგვეპარება, თუ უკვე შემოპარული არ არის. მიკვირს, სადაა ეს ხალხი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე და ნაკრების თამაშებზე?

როგორ შეიძლება, ერთი, თუნდაც უმაღლესი დონის, უცხოური კლუბის სვე უფრო გტკიოდეს და გაწუხებდეს, ვიდრე შენი გუნდების, რომლებიც, მართალია, წვალობენ, მაგრამ შენს ქვეყანას წარმოადგენენ.

სულ მალე ჩვენთვის ევროტურნირებიც დაიწყება. ხომ არ აჯობებდა, იმაზე გვემსჯელა, რა გველის იქ და როგორ უნდა ვითამაშოთ. რა თქმა უნდა, ჩვენი კლუბებისგან მთების გადაბრუნებას არ ველოდებით, მაგრამ რა ვუყოთ იმას, რაც შეუიარაღებელი თვალითაც კი კარგად ჩანს: ევროგამოცდამდე მცირე ხნით ადრე იდეალურ ფორმაში არც ერთი მათგანი არ არის.

ცნობილი ჭეშმარიტებაა: ქვეყანაში სწრაფად სწორდება ის, რისკენაც საზოგადოებრივი აზრია მიმართული, რასაც ინტერესი ახლავს. ერთხელ მაინც დავფიქრდეთ იმაზე, რომ ამ ჩვენი ფეხბურთის, მეტადრე საშინაო საკლუბო ფეხბურთის ასეთი ყოფა ჩვენივე უყურადღებობის ბრალი ხომ არაა ნაწილობრივ?

მეორე საკითხია ის, რომ ქართული გუნდების მატჩები ზოგადად ქვეყანაში თითქმის არანაირ ინტერესს არ იწვევს. დღევანდელ ეპოქაში რაიმე მოვლენის მასშტაბურობის გაგება თუ გინდა, სოციალურ ქსელს უნდა მიმართო.

საქართველოს ჩემპიონატში არის საინტერესო შეხვედრები და იშვიათად საშუალოევროპული, ჩვენი რეალობისთვის გვარიანად ხარისხიანი თამაშიც კი გამოერევა ხოლმე, მაგრამ ყურადღება ამ მატჩების მიმართ პრაქტიკულად ნულია.

სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი საერთოდ არ იგრძნობა ხოლმე. მაქსიმუმ, მწვავე პოლემიკა ორივე კლუბის რამდენიმე თავგადაკლულმა ქომაგმა გააჩაღოს და მორჩა, სულ ეს არის. მერე ვიღაც "ზემოთ" ხვდება, რომ ჩვენ ინდიფერენტულები ვართ, რომ ასეთი ფეხბურთიც გვაკმაყოფილებს და აღარ არის საჭირო ზრუნვა უკეთესზე.

დღეს, როცა სიტყვა "ქართველს" ამბობ, ფრთხილად უნდა იყო. ვინმემ შეიძლება ეროვნულ აღტკინებაში ჩაგითვალოს და იმ ვინმესთვის ეროვნული აღტკინება დაახლოებით იგივეა, რაც ხბოს უსაგნო აღტაცება. ამ სტრიქონების ავტორი თავის თავს ამ კატეგორიას ნამდვილად ვერ მიაკუთვნებს.

ზუსტად ვიცი, რა მოხდება უახლოეს დღეებში. წავალ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რომელიმე მატჩზე, დავჯდები ტრიბუნაზე და ისევ "ბარსელონაზე" გოდებას, ან მისი ფიასკოთი აღტაცებული ფანის სიხარულნარევ ხმას მოვისმენ.

არადა, გლობალიზმით გაჯერებულ ჩვენს დროშიც კი არავის შეუცვლია ჭეშმარიტება, რომელსაც ალბათ ვერც ვერავინ შეცვლის, სანამ დედამიწა და ჰომოსაპიენსი იარსებებს და რომლის მიხედვითაც ჯერ საკუთარი ტკივილი უნდა გეტკინოს და მერე სხვისი, თუმცა სხვისიც აუცილებლად.

ბოლო ორი დღეა, ვეღარ გავიგე კატალონიელები ვართ, მადრიდელები თუ ქართველები? დღეს ყოველივე ეროვნულის განქიქებაა მოდაში, მაგრამ მერწმუნეთ, ამ სიტყვებს გულზე მჯიღის ცემით არ ვწერ.

თუ თანაგრძნობაა, ის უფრო ქართულ ფეხბურთს სჭირდება, თორემ "ბარსელონას" რა უჭირს. გაივლის წყალივით სწრაფად ერთი წელი. კატალონიური კლუბი ისევ დაუბრუნდება ჩემპიონთა ლიგას და ისევ კარგ ფეხბურთს ითამაშებს. ისევ დაბრუნდება მესი. მერე, როცა ის აღარ იქნება, მოვა ვიღაც, ვინც შეიძლება ვერ იყოს მთლად მესი, მაგრამ ამასაც შევეგუებით.

მე ის უფრო მაინტერესებს, რა ეშველება ქართულ ფეხბურთს და რატომ არ ვწუხვართ ასე ძალუმად იმაზე, რომ რაც ჩემპიონთა ლიგა არსებობს, ქართულ კლუბს ჯგუფურ ეტაპზე არასოდეს უთამაშია.

არადა, ადრე თუ გვიან ეს დრო უნდა დადგეს. საჩემპიონთალიგო გაზაფხული უკვე მოვიდა არაერთი ისეთი ქვეყნის ქუჩაზე, რომელიც საფეხბურთო ტრადიციებით ჩვენთან ახლოსაც ვერ მოვა. რა გამოდის? ისინი წარსულით ვერა და, აწმყოთი კი გვჯობნიან.

სულაც არ მგონია, რომ საქართველოს ჩემპიონატში მესი და რონალდო თამაშობენ, მაგრამ ეს აჟიოტაჟი ალბათ დამთრგუნველად მოქმედებს საქართველოს პირველობაზე მოასპარეზე ფეხბურთელებზეც. რა იქნება, ას სიტყვას მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებზე რომ ვწერთ, ორი მათთვისაც გავიმეტოთ? დაგვსჯის ამისთვის ვინმე?

რაღაცის დაწყება გვიან არასოდეს არის და თუ არ დაიწყე, ვერც დაასრულებ. იქნებ, ამ საერთოსაფეხბურთო აღტაცების ფონზე გვეცადა და ერთხელ მაინც წავსულიყავით საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე.

ბევრი მიიჩნევს, რომ ჩვენი პირველობის დონემ მეტნაკლებად მოიმატა, მაგრამ მე ამას მანამ ვერ დავიჯერებ, სანამ ხალხი არ გამოჩნდება სტადიონზე. ხალხი კი არ ჩანს. არადა, საქართველოს ჩემპიონატის შეხვედრების მეტი წილი დღისით იმართება და გულშემატკივარი ღამით ჩემპიონთა ლიგისა თუ ზოგადად საერთაშორისო ფეხბურთის დაგემოვნებასაც შეძლებს.

როგორ შეიძლება, არ გიყვარდეს მესი?! როგორ შეიძლება, არ გიყვარდეს რონალდო?! ესენი გიყვარს, როცა ფეხბურთი გიყვარს. და მაინც, უპირველეს ყოვლისა, მაინც შენი უნდა გიყვარდეს, რომ მერე სხვაც მთელი გულით შეიყვარო.

ძალიან მინდა, რომ საფეხბურთო ამბავში ჯერ ქართველები ვიყოთ და მერე ვიყოთ კატალონიელები, მადრიდელები, ლივერპულელები, მანჩესტერელები და ასე შემდეგ

15:43 | 12.04.2018
accountant (111)

Milanista :-) mesamed lamis ametira, meored deportivostan marcxisas, 14 wlis win vitire :-)

18:41 | 12.04.2018
mefe333 (579)

ეჰ მე 2005 წლის ფინალის ბოლოს ამეტირა მასე

14:59 | 12.04.2018
mefe333 (579)

და ავტორ კიდევ ერთი ქართული ანდაზა მოუხდებოდა იუვეს. გარეთ მხდალი შინ ძლიერი

პ.ს. ეს გუშინდელ თამაშს არ ეხება,მეც თქვენნაირი იუვენტინო ვიყავი გუშინ ეს მილანისტა კაცი. მე გუშინ იუვეს პატივი ვეცი, ნუ ბუფონს მთელი ცხოვრება პატივს ვცემ რა თქმა უნდა.

14:22 | 12.04.2018
ბუffონიშე (803)

მადლობა ავტორს. ძალიან მაგარი სტატიაა.

ყველაზე დიდი კლუბიი ყველაზე დიდსულოვანი გულშემატკივრებით. ეს ჩვეულებრივი ურთიერთობა არაა ეს ჩვეულებრივი გულშემატკივრობა არაა. ეს მართლაც ერთი დიდი "storia un grande amore"-ა, რომელიც იუვეს და მის გულშემატკივრებს სამუდამოდ აკავშირებს ერთმანეთთან...

ჯიჯი... ჯიჯი ლეგენდაა ლეგენდათა შორის... უდიდესი პიროვნება უდიდესი ადამიანი და უფრო დიდი სპორცმენი. სულ დაობდნენ პელე თუ მარადონა, დაობენ მესი თუ რონალდო, კიდევ იდავებენ ბევრ სხვაზე... მაგრამ არავინ დაობს ჯიჯიზე... ის N1-ია... ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს ობიექტურს თუ სუბიექტურს, იუვეს ტიფოზს თუ თუნდაც მოძულეს ჯიჯისთან მიმართებაში ყველას მაინც ერთი აზრი და განცდა აქვს: ის დიდია!!! ის ლეგენდაა ლეგენდათა შორის!!!

ფორცა ჯიჯი!!! ფორცა იუვე!!! ვამაყობ რომ მეც შავთეთრი სამყაროს ნაწილი ვარ...

13:52 | 12.04.2018
Alex1212 (289)

კარგი იყო

13:41 | 12.04.2018
ogafa (7601)

ყოჩაღ

13:35 | 12.04.2018
darishkhani (1)

ყველაზე დიდი კლუბი, ფორცა იუვე

13:26 | 12.04.2018
წინ ბათუმის დინამო (95)

მე მაინც ვერ გავიგე-ეს თუ არ იყო პენალტი მაშინ როდის უნდა დაინიშნოს!? კაცი უკნიდან შეასკდა ,თუ ბოლო წუთი რომ იყო არ უნდა დაენიშნა!?

14:11 | 12.04.2018
giogobi (143)

მე ბარსას ქომაგი ვარ, შესაბამისად რეალი არ მომწონს, თუმცა არც იუვენტუსზე ვგიჟდები, ჩემთვის ორივე ერთია თითქმის. მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ წუხელ გასვლა იუვემ დაიმსახურა და არა რეალმა. პენალტი იყო არ იყო მნიშვნელობა არ აქვს. ბარსას რომ ეგრე გაეტანა მატჩის ბოლოს, თუნდაც თამაშიდან და არა პენალტით, რომაზეც იგივეს ვიტყოდი, თან იუვე სტუმრად თამაშობდა და უფრო დასაფასებელია

13:23 | 12.04.2018
federerjamesliverpooldelpotro (9836)

სათაური კარგია ღირსება ნაღდად დაიცვა იუვემ და ღირსეულად გამოეთიშა ლიგას.ბუფონი ფეხბურთის ლეგენდებშიც უმაღლეს საფეხურზეა ამ ასაკში ამ დონეზე თამაში საოცარია

13:18 | 12.04.2018
federerjamesliverpooldelpotro (9836)

ბრავო იუვენტუსს მხოლოდ ქებას იმსახურებს ეს გუნდი.მანძუკიჩი ორივე გოლი ერთმანეთის მსგავსი იყო ამაზე ბევრი უვარჯიშიათ იტალიელებს რამოსის არყოფნა გამოიყენეს.უმაღლესი ხარისხის ფეხბურთი იყო დრამატული ფინალით პენალტი ძაან საკამათო იყო მასპინძლის მდგომარეობამ გადაწყვიტა ასე მგონია ეს ეპიზოდი,ტურინში ბოლო წუთზე ასეთ დროს ასეთ პენალტს რეალს არ დაუდებდნენ.ორ მატჩიან დუელში პირველი თამაშის სცენარი გვავიწყდება ხოლმე ტურინში დაშალა რეალმა იუვე მაგრამ ამ რწმენის და სიგიჟის შემდეგ მაინც მგონია რო იუვენტუსი უნდა გასულიყო შემდეგ ეტაპზე

13:16 | 12.04.2018
# KoRBeN DaLLaS # (12838)

იუვეს ფერებიც სიმბოლურია. ცხოვრებაც ხომ შავი და თეთრი "პალასებისგან" შედგება.
მაგრამ აი რეალის ფორმა კი სულ თეთრია და ეს რაღაცას ნიშნავს. რო ეჭიდავებით, ვის ეჭიდავებით ტოო ?!

13:14 | 12.04.2018
federerjamesliverpooldelpotro (9836)

გუშინ ბუფონის წითელმა ეგრევე ზიდანის წითელი განახსენა მატერაცთან ალბათ ალბათ სიმბოლურად ამ წითლით დაემშვიდობა ჯიჯი ლიგას

13:02 | 12.04.2018
წინ ბათუმის დინამო (95)

წინ ბათუმის დინამო!!!

მეტის ნახვა
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.141823