ფეხბურთი

23:40 | 11.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ხიმენესმა ვარჯიში განაახლა

“ატლეტიკოს” ცენტრალურმა მცველმა, ხოსე მარია ხიმენესმა ტრავმა მოიშუშა და კლუბთან ერთად ვარჯიში განაახლა.

23 წლის ურუგვაელმა სანაკრებო მატჩების პერიოდში ტერფი იტკინა და ამის გამო, “სპორტინგთან”, “დეპორტივოსთან” და “რეალთან” გამართული შეხვედრების გამოტოვება მოუწია. ის ევროპა ლიგის საპასუხო 1/4 ფინალური მატჩის განაცხადშიც მოხვდა.

ხიმენესმა მიმდინარე სეზონში “როხიბლანკოს” მაისური 32-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.109134