ფეხბურთი

21:20 | 11.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრიეტო კარიერას ასრულებს

“სოსიედადის” ნახევარმცველი ხაბი პრიეტო, მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე საფეხბურთო კარიერას დაასრულებს. აღნიშნულ ინფორმაციას ბასკური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ხაბი კლუბის ლეგენდად მიიჩნევა და ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელ მოთამაშეებს შორის მეხუთე ადგილზეა. მას ამჟამად საზარდულის ტრავმა აქვს, თუმცა იმედოვნებს, რომ მოედანზე გასვლას შეძლებს და გულშემატკივრებს ისე დაემშვიდობება.

პრიეტო “სოსიედადის” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და ძირითად გუნდში 2003 წლიდან თამაშობს. მან “ჩური ურდინის” მაისური 530-ჯერ მოირგო და 73 გოლი გაიტანა. კაპიტანი მიმდინარე სეზონში მინდორზე 32-ჯერ გავიდა, 3 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.

თეგებილა ლიგა
0.114469