ფეხბურთი

17:51 | 11.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ვიტესმა” მწვრთნელი შეიცვალა

არნემის “ვიტესმა”, რომლის კაპიტანი გურამ კაშიაა, მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ჰენკ ფრეიზერი გაათავისუფლა. ჰოლანდიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “ვიტესი” დატოვეს ფრეიზერის თანაშემწეებმაც - ალეკსანდრ რანკოვიჩმა და იურგენ სირესმა. სეზონის ბოლომდე გუნდს ედვარდ სტეირინგი გაუძვება.

როგორც ცნობილია, ზაფხულიდან “ვიტესს” ლეონიდ სლუცკი გაწვრთნის, რომელთან კონტრაქტიც კლუბის ხელმძღვანელობამ წინასწარ, ჯერ კიდევ გასულ თვეში გააფორმა. ფრეიზერს სწორედ ივნისამდე აკავშირებდა “ვიტესთან” ხელშეკრულება, თუმცა არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო მხარებმა თანამშრომლობა ვადაზე ადრე გაწყვიტეს და 51 წლის მწვრთნელმა უკვე ახალი სამსახურიც იშოვა - როტერდამის “სპარტას” ჩაუდგა სათავეში.

“ვიტესმა” ერედივიზიონის ბოლო ოთხ მატჩში მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა და 30 ტურის შემდეგ 42 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფება.

0.110386