ფეხბურთი

12:54 | 11.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

რომში, ჰაერში თუ მიწაზე

“ბარსელონამ” “რომასთან” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში მოედნის საკუთარ ნახევარზე ბურთი 24-ჯერ დაკარგა, რაც კატალონიური კლუბისთვის ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე უარესი მაჩვენებელია. InStat-ის მონაცემებით, აქამდე “ბარსელონას” საკუთარ ნახევარზე საშუალოდ 12 დაკარგვა ჰქონდა.

რომში გამართულ შეხვედრაში, მასპინძლებმა სტუმრები საჰაერო ორთაბრძოლებშიც პირწმინდად დაჯაბნეს - საჰაერო ორთაბრძოლების 75% “რომას” ფეხბურთელთა გამარჯვებით დასრულდა, რაც რომაელთათვის ამ სეზონის რეკორდია.

საჰაერო ორთაბრძოლებში საუკეთესოები იყვნენ ჟუან ჟეზუსი (6/6), დანიელე დე როსი (4/4) და კოსტას მანოლასი (3/3).

“რომას” მცველ კოსტას მანოლასს “ბარსელონასთან” მატჩში მოედნის მოთამაშეებს შორის ყველაზე ნაკლები წუნი ჰქონდა (მხოლოდ 6%). მანოლასი გახდა საუკეთესო მოგებული ორთაბრძოლებისა (89%) და გადაცემების სიზუსტის მიხედვითაც (92%).

შედეგიც სახეზეა, “რომამ” სტუმრად 1:4 წაგების შემდეგ “ბარსელონა” საპასუხო მატჩში ჯეკოს, დე როსისა და მანოლასის გოლებით 3:0 დაამარცხდა (VIDEO) და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116201