ფეხბურთი

12:18 | 11.04.2018 | ნანახია 2737 - ჯერ

დი ფრანჩესკო: “აქ ჩვენ არავინ გველოდა”

“რომას” მთავარი მწვრთნელი ეუსებიო დი ფრანჩესკო აცხადებს, რომ “ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვება (3:0) და ნახევარფინალში გასვლა, იმ სამუშაოს შედეგია, რომელიც გუნდმა გასწია.

“ჩვენი გუნდის ძალა იმაშია, რომ მხოლოდ წინ ვიყურებით და არა უკან. უახლოეს კვირას დერბი გველის და ყოველთვის მომავალ დაპირისპირებაზე უნდა ვიფიქროთ.

“ბარსელონასთან” პირველი მატჩის წაგებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღე და ახლა ეს გამარჯვებაც შემიძლია ჩემად მივითვალო. სერია A-ში კარგი თამაშები გვქონდა, მაგრამ მხოლოდ ახლა ვიმკით იმ სამუშაოს შედეგს, რომელიც შევასრულეთ.

ცხადია, უნდა გვჯეროდეს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა შეგვიძლია. რატომაც არა? ისე შორს წავედით, აქ ჩვენ არავინ გველოდა, ახლა კი თამასა კიდევ უფრო მაღლა უნდა ავწიოთ” - განაცხადა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დი ფრანჩესკომ, რომლის გუნდმაც “ბარსელონასთან” “კამპ ნოუზე” განცდილი მარცხის (1:4) შემდეგ მეოთხედფინალური დაპირისპირების ბედის სათავისოდ შებრუნება შეძლო და ნახევარფინალში ითამაშებს.


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:06 | 11.04.2018
თორღვა პანკელი (1138)

რავა ვთქვა მარა, მაგრად გავს დი ფრანჩესკო ამ სურათში ლანჩხუთში რომ გადარეული გურულის ძეგლია იმასDDDDDDDDD, უნდა იყოს კიდევაც იმ გურულზე არანაკლებ გადარეული "იმფერი ფარცაკი და თამაში მეიგო"!DDDDDD.

14:51 | 11.04.2018
BEERTRANCE (97819)

აცალეთ კაცს დატკბეს მომენტით

14:39 | 11.04.2018
kelbo (7279)

ეს იმენა მაურინიოს გაკვალულ გზას დაადგა ხო?

14:35 | 11.04.2018
sabonis (9584)

მერედა შენც შემოიგლიჯე ეგ შარVალ კოსტუმ ჰალსტუხი და დაიყვირე არ მელოდით მე თქვენი.....DDD

14:20 | 11.04.2018
KoRBeN DaLLaS (24842)

არადა, იმენნა შენნაირებს ელიან ნახევარფინალში ეუსებიო ჯაან !!! თანაც დიიდი სიხარულით და ენის წკლაპუნით

14:34 | 11.04.2018
pupone10 (1042)

ბარსასაც გაუხარდა კენჭისყრა, მაგრამ კი ვნახეთ რაც მოხდა. და იოლად რომ არავის არაფერი ერგება ეგ გამოჩნდა, განსაკუთრებით ოლიმპიკოზე, სადაც რომას კარი ჯერ ვერავინ შეარხია.

14:39 | 11.04.2018
sabonis (9584)

ღმერთმა ქნას ძმაო მე რომას არაფერს ვერჩი და რა ჯობია დაძაბულ ნახევარ ფინალს, მარა რეალს ან ბაიერნს თუ დაეჯახა მე მგონი დიდი ანგარიშით წაგების ახალი რკორდი დაიდება თუმცა ვაღიარებ გამიხარდება თუ შევცდები.

14:16 | 11.04.2018
pupone10 (1042)

მთელი წელია გაკრიტიკებ უაზრო შემადგენლობების და ხშირი როტაციის გამო მარა ამჯერად ქება დაიმსახურე. პირწმინდად დაჩაგრა და მოედნიდან გააქრე ბარსა თავის ტაქტიკიან ფეხბურთელებიანა. ეს იყო მიმდინარე წელს ყველაზე ძლევამოსილი თამაში რომას შესრულებით. ბრავო დი ფრანჩესკო. იტალიელები და ობიექტური გულშემატკივრები ამ დამაჯერებელ გამარჯვებას სწორ ტაქტიკასა და რომაელების თავდადებას მიაწერენ, ხოლო სხვები რა თქმა უნდა უეფასკენ და ტოტალიზატორებისკენ გაიშვერენ ხელს. რომა იყო სრულყოფილი, საუცხოო და დაიმსახურა ეს გამარჯვება. უბრალოდ ზოგადად ფეხბურთში მიღებულია რომ ბარსელონამ და რეალმა მარტო ერთმანეთთან უნდა დაკარგონ ქულები და თუ სადმე სხვასთან ფეხი დაუცდათ ის ჩაწყობილია. დაუმარცხებელი კლუბი არ არსებობს და რომამ ეს დაამტკიცა.

13:51 | 11.04.2018
ogafa (10211)

ტკბება ემოციებით

13:24 | 11.04.2018
Buratino (3505)

დატკბი დატკბი სანამ დრო გაქვს, თორემ - იმ ცნობილი ლექსის პერიფრაზირებას თუ მოვახდენთ - "ვნახავ შენს ბუმბულს (ტყავს) გაშლილს, გაფანტულს ველადა"

13:00 | 11.04.2018
Mr_gr (1404)

ამოიდგა ენა. მაგრად გიხმარენ ნახევარ ფინალში და ლიგაზეც ვერ გახვალთ

12:55 | 11.04.2018
tevdo (542)

კარგი მწვრთნელია ეს!!! ახლალ იტალიელ მწვერთნელებში ყველაზე მაგარიც კი!!!

12:56 | 11.04.2018
tevdo (542)

48 წლისაა თორე : D:

12:51 | 11.04.2018
Shengo 28 (86)

მე გელოდი..ორი თვის წინ ვთქვი რომას ფინალი

12:47 | 11.04.2018
Oto. (4710)

შენ კიდე არ იცი ვინ გაგიყვანა შემდეგ ეტაპზე.ბარსას და უეფას მამებს უნდოდათ ეგრე და იმიტო ამოჩნდი აქ თორე აბა ბარსას ვინ მოუგებს სხვანაირად

19:33 | 11.04.2018
centurioni (447)

4-0 ბავარიამ არმოუგო 3-0 ამოუდო კამპნოუზე შარშAნ პსჟ-მ 4-0 იუვემ 3-0 დდდ ატლემ 2-ჯერ დაირინა და სხვა ვინ დინამო თბილისი ვერ მოუგებს

0.124376