კალათბურთი

10:11 | 11.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 4 ქულა და მარცხი “იუტასთან” (+VIDEO)

მიმდინარე რეგულარული სეზონის ბოლო შეხვედრა ჩაატარა ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა”, რომელიც გასვლაზე “იუტა ჯაზთან” 79:119 განადგურდა.

ზაზა სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 13 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 4 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი შესძინა. ფაჩულიამ 3-დან ერთი ორქულიანი და 2-დან ორი საჯარიმო სროლა ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, “იუტა” მატჩის სტარტზევე დაწინაურდა და მეტოქეს ოთხივე პერიოდი მოუგო.

მატჩში ყველაზე მეტი 23 ქულა კლეი ტომპსონმა ჩააგდო. “იუტაში” მიტჩელი 22 ქულით გამოირჩა.

“გოლდენ სტეიტმა” რეგულარული სეზონი 58 მოგებით და 24 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე დაასრულა. პლეი ოფში “ოქროს შტატელების” მეტოქე ჯერ არ გარკვეულა, მაგრამ დიდი ალბათობით, “ოკლაჰომა” იქნება.

0.12962