სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

3:36 | 11.04.2018 | ნანახია 2612 - ჯერ

“სიტი” მეორე ტაიმში დანებდა (+VIDEO)

მეორე 1/4 ფინალურ წყვილში სასწაული აღარ მოხდა და შემდეგ ეტაპზე ის გუნდი ითამაშებს, რომელმაც პირველივე თამაშში უდიდესი უპირატესობა მოიპოვა. “ლივერპულმა” სამბურთიანი ჰანდიკაპი არა მხოლოდ შეინარჩუნა, არამედ გაზარდა – მეორე შეხვედრაშიც იმარჯვა.

თუმცა, მერსისაიდელთათვის შეხვედრას, უფრო სწორად კი პირველ ტაიმს იოლი ნამდვილად არ ეთქმის. მივყვეთ თანმიმდევრულად, ხოსეპ გვარდიოლამ გარისკა და სუპერ-შემტევი შემადგენლობა დააყენა. მოედანზე ერთბაშად იყვნენ: დე ბრუინი, დავიდ სილვა, ბერნარდო სილვა, სტერლინგი, სანე და ჟეზუსი, რაც არსებული ვითარებიდან გამომდინარე სწორი გახლდათ, რადგან “ქალაქელებს” სამბურთიანი ფორა ჰქონდათ ამოსაქაჩი.

მასპინძელთათვის შეხვედრა ძალიან იმედის მომცემად დაიწყო: მე-2 წუთზე ვან დეიკმა ბურთი საკუთარ ნახევარზე დაკარგა, რასაც “სიტის” უსწრაფესი შეტევა და გაბრიელ ჟეზუსის გოლი მოჰყვა. სტუმართა მოთამაშეები კი უკმაყოფილონი იყვნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ სტერლინგმა ვან დეიკს ხელი ჰკრა და ბურთი ისე ჩაიგდეს ხელში, მაგრამ მატეუ ლაოსი სხვაგვარად თვლიდა.

“სიტიმ” შეტევები განაგრძო და პირველ ტაიმში ძალიან დიდ უპირატესობასაც ფლობდა. რამდენჯერმე კარგი მომენტი შექმნეს და სტუმართა მსგავსად, პრეტენზიები მსაჯთან მათაც ჰქონდათ: მერსისაიდელთაგან ხელით თამაშის გამო პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, მაგრამ ესპანელმა მსაჯმა ეს ეპიზოდიც გაატარა. ყველაზე საინტერესო კი ტაიმის უკანასკნელი ხუთი წუთი გახლდათ: 41-ე წუთზე ბერნარდო სილვას შორეული გასროლა ძელმა მოიგერია, ხოლო ერთ წუთში “სიტიმ” გოლი გაიტანა, მაგრამ ლეროი სანეს გოლი უსამართლოდ გაუქმდა: გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. არადა, სანეს ბურთი მილნერისგან მიუვიდა და შესაბამისად, გოლი უნდა ჩათვლილიყო. “ლივერპულს” მთელი ტაიმი ბურთი არ ჰქონია, მოჰამედ სალაჰი ბევრს კი დარბოდა და აწუხებდა მცველებს, მაგრამ მათ შეცდომა არ დაუშვიათ და ეგვიპტელიც ფაქტობრივად უბურთოდ იყო. ასე გრძელდებოდა მთელი ტაიმი, მაგრამ 45-ე წუთზე სტუმრებსაც შეეძლოთ კონტრშეტევაზე გატანა: ოქსლეიდ-ჩემბერლენმა მეკარე ჩამოიშორა, მაგრამ მახვილი კუთხიდან კარს ააცილა.

მეორე ნახევარში კი, მალევე ყველაფერს აზრი დაეკარგა: დასარტყმელ პოზიციაზე გასულ სადიო მანეს ედერსონმა კი აჯობა, მაგრამ სალაჰი უმალ იქვე გაჩნდა, ბრაზილიელი კიპერი ჩამოიშორა, მსუბუქი დარტყმით შეაგდო და ორმატჩიანი რაუნდის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა. დემორალიზებულმა “სიტიმ” ვეღარაფერი შეძლო, თამაშის ხალისი საერთოდ დაკარგა და აქეთ მეორე ბურთი გაუშვა: 77-ე წუთზე ნიკოლას ოტამენდი უხეშად შეცდა და ბურთი რობერტო ფირმინოს ჩააბარა, რომელიც საჯარიმოში შევიდა და ედერსონს შორეულ კუთხეში გაუტანა – 1:2.

“ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ათწლიანი პაუზის შემდგომ პირველად ითამაშებს.

მანჩესტერ სიტი – ლივერპული 1:2 (1:0)

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

მანჩესტერ სიტი (3-4-3): ედერსონი, ოტამენდი, ლაპორტე, უოლკერი, ფერნანდინიო, დე ბრუინი, დ.სილვა (აგუერო 66), ბ.სილვა (გიუნდოგანი 74), სტერლინგი, სანე, ჟეზუსი.
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

ლივერპული (4-3-3): კარიუსი, ვან დეიკი, ლოვრენი, რობერტსონი, ალექსანდერ-არნოლდი (კლაინი 81), ვეინალდუმი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, მილნერი, მანე, სალაჰი (ინგსი 89), ფირმინო (კლავანი 81).
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: 1:0 ჟეზუსი (2), 1:1 სალაჰი (56), 1:2 ფირმინო (77)
გაფრთხილებები: ედერსონი, ბ.სილვა – მანე, ალექსანდერ-არნოლდი, ფირმინო, ვან დეიკი
მსაჯი: მატეუ ლაოსი (ესპანეთი)
ბურთის ფლობა: 64%-36%; დარტყმა: 20 (3)-5 (3); კუთხური: 9:2; ჯარიმა: 5:7; სეივი: 1:2

Loading...

კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:27 | 11.04.2018
mjgiri (3973)

ინგლისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში ორი დიადი გუნდია-ლივერპული და მანჩესტერ იუნაიტადი.შეიხის სათამაშო დროებითი გაუგებრობაა

16:33 | 11.04.2018
gogssi (3596)

ყოჩაღ სალაჰს. მაგის დამსახურებაა ამ ლივერპულის მიღწევები და მოხოდვა. ფნტასტიკური ფეხბურთელია, როგორც მოთამაშე ტექნარი, შემსრულებელი და ამას პლიუს პიროვნულადაც დასტოინის შთაბეჭდილებას ტოვებს. არაა ცანცარა.

12:11 | 11.04.2018
NGoLo KaNte (36472)

შეუ**ეს შეიხების გუნდას

10:44 | 11.04.2018
Buratino (3312)

მართლაც საოცარ ფორმაშია ეგვიპტელი ფარაონი. ლივერის მეორე დიდი პლიუსი კი თავად კლოპია.
კარგი გუნდია ლივერპული მაგრამ ლიგას ვერ მოიგებს რადგან ეს ტურნირი სამეფო კლუბის არის

14:04 | 11.04.2018
O. Mertskhali (3331)

+

11:12 | 11.04.2018
iloreli (2381)

ხუთჯერ აქვს ლივერპულს ეგ ტურნირი მოგებული

11:18 | 11.04.2018
Buratino (3312)

ვიცი მეგობარო ეგ ფაქტი და ცნობისათვის, სტამბულის დაუვიწყარ ფინალს ლაივში ვესწრებოდი, თანაც ლივერპულის ფანებთან ერთად ვიჯექი და მეორე ტაიმიდან მერსისაიდელებს ვქომაგობდი! ზოგადად, კლოპი და ლივერპული მესიმპათიურება მაგრამ სამეფო კლუბი სულ სხვაა

10:28 | 11.04.2018
federerjamesliverpooldelpotro (10604)

ბობი ფანტასტიკა უნაკლო პრესინგი,უამრავი შეტევის ჩაჭრა,გოლი და რავიცი დონე ფირმინო

10:27 | 11.04.2018
federerjamesliverpooldelpotro (10604)

ბოლოს 10წლის წინ ნახევარფინალში ბრუნდება ლივერპული.იურგენ გენიალირი ხარ ამ შემადგენლობით და ამდენი დანაკლისით გვარდიოლას სტარებით გავსებულ სიტის ორივე თამაშს იგებ მიდი იურგენ წინაა ყველაფერი

09:37 | 11.04.2018
Oto. (4545)

ყოჩაღ ლივერპულს,ბრავო კლოპს,წინ ლიგის თასისკენ.

09:26 | 11.04.2018
Beka-1991 (557)

იმედია მაინდამაინც ლივეერს არ დამიჯახებენ ბავარიას. კლოპ გენია ხარ!

08:50 | 11.04.2018
sport faza (263)

სიტი დანებდა იმით რო კარში არ ურტყამდა არც პირველ თამაშში და არც ახლა მანდამაინც....არსენალივით უაზროდ ტანჯავდენ ბურთს... და შედეგიც მიიღეს

11:05 | 11.04.2018
kelbo (7270)

სამწუხაროდ ეგ გვარდიოლას ყველაზე დიდი სენია....
ჯერ კიდე ბარსაში ყოფნისას აღვნიშნავდი მაგას მარა მაშინ ისეთ შედეგებს დებდა რო მაგ მინუსს იასნია ყურადღებას არავინ აქცევდა

11:08 | 11.04.2018
kelbo (7270)

უფრო სწორად ორი ყველაზე დიდი სენიდან ერთერთი - მეორე ისაა რომ მარტო ერთ ტაქტიკაზეა შემჯდარი ჯორივით.... ჩემპიონთა ლიგის ფლეიოფებში მიტომაც უჭირს ხოლმე ძლიერ მწვრთნელებიან გუნდებთან რომლებიც სპეციალურად შერჩეული ტაქტიკებით ეთამაშებიან ხოლმე

სტატისტიკა
0.212784