ფეხბურთი

16:21 | 10.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტორესი “ატლეტიკოდან” მიდის

მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდი ფერნანდო ტორესი მიმდინარე სეზონის ბოლოს მშობლიურ კლუბს დატოვებს. როგორც “ატლეტიკოს” პრეზიდენტი ენრიკე სერესო ამბობს, 34 წლის ფეხბურთელმა კარიერის სხვა კლუბში გაგრძელება გადაწყვიტა.

“ფერნანდო ჩვენი კლუბის ლეგენდაა. ფეხბურთელს ვუთხარით, რომ მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებდით. მან კარიერის სხვაგან გაგრძელება გადაწყვიტა, მაგრამ “ატლეტიკოს” კარი ტორესისთვის ყოველთვის ღიაა, ეს ხომ მისი სახლია. თუკი მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ დაბრუნებას გადაწყვეტს, სიხარულით შევხვდებით. სეზონის ბოლო საშინაო მატჩის დროს ჩვენს ლეგენდას საზეიმოდ გავაცილებთ. ვეცდებით ყველაფერი ისე გავაკეთოთ, რომ ეს დღე დაუვიწყარი იყოს როგორც ფერნანდოსთვის, ისე “ვანდა პეტროპოლიტანოზე” მოსული ყველა ადამიანისთვის” - ციტირებს სერესოს სიტყვებს “ატლეტიკოს” ოფიციალური ვებგვერდი.

ფერნანდო ტორესმა “ატლეტიკოს” მაისურით 393 მატჩი ჩაატარა და 126 გოლი გაიტანა. მას სხვადასხვა წლებში ასევე უთამაშია “ლივერპულში”, “ჩელსიში” და “მილანში”.

0.118966