კალათბურთი

15:49 | 10.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ა” ლიგის პლეი ოფი 12 აპრილს იწყება

საქართველოს საკალათბურთო “ა” ლიგაში გადამწყვეტი მატჩების დრო დადგა. ხუთშაბათიდან სტარტს იღებს პლეი ოფი, რომლის გამარჯვებულიც “ა” ლიგის ჩემპიონი გახდება და მომავალი, 2018-2019 წლების სეზონის სუპერლიგის საგზურს მოიპოვებს.

პლეი ოფში 4 გუნდი გავიდა, რომლებიც ნახევარფინალში დაწყვილდნენ. რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული “თსუ-ჰიუნდაი” მეოთხეზე გასულ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს (კსუ) შეხვდება, ხოლო მეორეადგილოსანი “ტიტები” “არენას” დაუპირისპირდება.

ნახევარფინალური სერია 2 მოგებამდე გაგრძელდება. პირველი მატჩები, 12 აპრილს გაიმართება, ხოლო მეორე – 14 აპრილს. თუკი რომელიმე სერიაში ანგარიში გათანაბრდება, მესამე, გადამწყვეტი მატჩი 16 აპრილს ჩატარდება. პლეი ოფის ყველა მატჩს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.

gbf.ge

0.140123