თამაშგარე

11:50 | 10.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლუიშ ფიგუს ცოლის სარესტორნო ბიზნესი

ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელის, ლუიშ ფიგუს ცოლი, ყოფილი მსახიობი, პორნოვარსკვლავი და საზოგადო მოღვაწე, ელენ სვედინი პერიოდულად ახალ საქმეს გაიჩენს ხოლმე და იმ საქმით ერთობა. აბა მოწყენილობა ამ ქალთან შორს რომაა - ეს რთული მისახვედრი არ უნდა იყოს.

ელენ სვედინის უკანასკნელი ჰობი, რესტორატორობა ყოფილა და სარესტორნო ბიზნესით ფიგუს ცოლი იმდენად დაინტერესდა, რომ ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში კარგა გვარიანად დიდი რესტორანი გაუხსნია. რესტორანს თავად ელენი მართავს და როგორც ჩანს არცთუ ცუდად, რადგან ფაქტია, რომ კლიენტურა არ აკლია.

სხვათა შორის, ელენ სვედინი ყოველთვის გურმანად ითვლებოდა და მისი ხედვები გემრიელად დანაყრებაზე და გამუდმებულად ღეჭვა-ყლაპვაზე შორს მიდიოდა. როდესაც საქმე გიყვარს და მოგწონს, იმის ხელობად ქცევა რა თქმა უნდა სასიამოვნოა, თუმცა სასიამოვნოს თუკი გვარიანი მოგებაც ახლავს - ეს კიდევ სულ სხვა საქმეა!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112888