კალათბურთი

12:05 | 9.04.2018 | ნანახია NaN - ჯერ

ზაზას 4 ქულა და გამარჯვება “ფინიქსთან”

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “ფინიქსი” 117:100 დაამარცხა. ზაზა სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 14 წუთი დაჰყო, ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 4 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკ-შოტი შესძინა. ფაჩულიამ 2-დან ორივე საჯარიმო სროლა ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, “მეომრები” მატჩის სტარტზე დაწინაურდნენ და შეხვედრის ბოლომდე დიდი უპირატესობა ჰქონდათ. მატჩში ყველაზე მეტი 34 ქულა კლეი ტომპსონმა ჩააგდო. “ფინიქსში” 22 ქულით ჰაუსი გამოირჩა.

“გოლდენ სტეიტი” 58 მოგებით და 23 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა. 11 აპრილს “გოლდენ სტეიტი” მიმდინარე რეგულარულ სეზონში ბოლო შეხვედრას ჩაატარებს. “ოქროს შტატელები” “იუტა ჯაზს” დაუპირისპირდება, მატჩი თბილსის დროის 05:00 საათზეა ჩანიშნული.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:17 | 05.11.2017
თორღვა პანკელი (1138)

არა ერთხელ ჩაჭრა ბურთი და ერთი ჩაჭრის დროს თავადაც დაასრულა კარის წაეთამაშა მერე, ზაზა ნბა-ის ნებისმიერ გუნდში შეძლებს თამაშს და საკმაოდ პროდუქტიულიც იქნება. ზაზა რო ატლანტაში და დალასში იყო ორივემ მოახერხა ფლეიოფში გასვლა ორივეში ზაზას ლომის წილი ქონდა.

16:39 | 05.11.2017
federer (17) (15576)

ძალიან მაგარი გუნდიას გოლდენი, დურანტი და კარი ლიმიტირებულ დროში თამაშობენ ძირითადად და მოსაგებს მაინც იოლად იგებენ
10 თამაშში თუ დაიტვირთებიან 40 წუთამდე თორე დალშე 32-33 წუთზე მეტს არ ითამაშებენ სეზონის ბოლომდეე

16:37 | 05.11.2017
federer (17) (15576)

იმ დროში რაც ზაზას ეძლევა საკმაოდ კარგად თამაშობს ზაზა წინა თამაშებშიც პროდუქტიული იყოო 1-2 თამაშის გარდაა

13:23 | 05.11.2017
sabonis (9584)

დადგა ყველაფერი თავის ადგილას.D

12:16 | 05.11.2017
geogreece (9768)

მეორე ბეჭედს დაირჭობს თითზე ზაზა

12:07 | 05.11.2017
ზიდანი (55)

შევიდა გოლდენი ფორმაში

0.063537