ფეხბურთი

22:35 | 7.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაიას გოლი ავსტრიის ბუნდესლიგაში

ავსტრიის ბუნდელსიგის 29-ე ტურში ვერინს “რაპიდმა” “პოლტენი” 2:1 დაამარცხა. მასპინძელთა შორის შეუცვლელად ითამაშა გიორგი ქვილითაიამ, რომელმაც მე-6 წუთზე ანგარიში პენალტით გახსნა.

საგულისხმოა, რომ ვენელებმა მეორე გოლიც თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანეს, მაგრამ ბურთთან გიორგი არ მისულა.

ქართველ ფორვარდს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 25 მატჩში 7 გოლი დაუგროვდა. “რაპიდი” კი 49 ქულით მესამე ადგილზეა.

0.115799