ფეხბურთი

21:25 | 7.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

კოენტრაუ "სპორტინგის" პრეზიდენტის გაკრიტიკის გამო "რეალში" ნაადრევად დაბრუნდება

პორტუგალიელი ფეხბურთელი ფაბიო კოენტრაუ მადრიდის "რეალში" დაბრუნდება. როგორც A Bola იუწყება, ლისაბონის "სპორტინგის" პრეზიდენტის ბრუნო დე კარვალიუს გაკრიტიკების გამო ფეხბურთელი დაისაჯა და კლუბმა მისი საიჯარო ხელშეკრულება ნაადრევად გაწყვიტა.

ევროპა ლიგის მეოთხედფინალში მადრიდის "ატლეტიკოსთან" წაგების შემდეგ, "სპორტინგის" პრეზიდენტმა ფეხბურთელები გააკრიტიკა, შესაბამისად კარვალიომ და მისმა 18-მა თანაგუნდელმა სოციალური ქსელების მეშვეობით კლუბის ხელმძღვანელი არასაკმარისი მხარდაჭერის გამო დაადანაშაულეს. შედეგად, 19 ფეხბურთელი სხვადასხვანაირად დაისაჯა და ჯერჯერობით უცნობია პორტუგალიის მომდევნო მატჩს "სპორტინგი" როგორი შემადგენლობით ჩაატარებს.

კოენტრაო "რეალმა" ლისაბონურ გუნდში გასული წლის ზაფხულში გაანათხოვრა. მიმდინარე სეზონში მარცხენაფლანგელმა 37 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.114671