ფეხბურთი

12:39 | 7.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" 19 წლის უკრაინელ მეკარეს გაიფორმებს

ლუგანსკის “ზორიას” მეკარე ანდრე ლუნინი კარიერას მილანის “ინტერში” გააგრძელებს. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, შეთანხმება უკვე მიღწეულია და 19 წლის კარის დარაჯის სანაცვლოდ იტალიური გუნდი 6 მილიონ ევროს გაიღებს.

ლუნინი “ინტერს” ზაფხულში შეუერთდება, მაგრამ თავდაპირველად იჯარის წესით სხვა კლუბში გაუშვებს, სათამაშო პრაქტიკის მისაღებად.

აღსანიშნავია, რომ ლუნინს თავისთან “არსენალი” და “იუვენტუსიც” იწვევდნენ, მაგრამ უკრაინელმა არჩევანი “ინტერზე” შეაჩერა.

ანდრე ლუნინმა მიმდინარე სეზონში “ზორიას” კარი 29 მატჩში დაიცვა და 9-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

0.119317