გარეთ ბეილს მადრიდის “რეალის” დატოვება არ უნდა. ესპანური მედიის ინფორმაციით, უელსელ ფეხბურთელ მიუხედავად იმისა, რომ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება, ზაფხულში კლუბის დატოვება გადაწყვეტილი არ აქვს.
ბეილსა და “რეალს” შორის მოქმედი კონტრაქტი 2022 წლამდეა ძალაში. აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, ზაფხულში “სამეფო კლუბის” დატოვების პირველი კანდიდატი სწორედ გარეთ ბეილია.
მიმდინარე სეზონში უელსემა ფეხბურთელმა ყველა ტურნირის ჩათვლით 27 თამაშში 13 გოლის გატანა მოახერხა.