მადრიდის “ატლეტიკოს” პრეზიდენტი ენრიკო სერეზო არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ პაულო დიბალა ზაფხულში მის გუნდში გადავა. “როხიბლანკოს” ხელმძღვანელის განცხადებით, დიბალას არც კი იცნობს.
“დიბალა დიდი ფეხბურთელია... ერთადერთი რაც მასზე შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ არ ვიცნობ. არგენტინელს ერთხელ შევხვდი და ისიც შემთხვევით, როდესაც სიმეონესთან ერთად რესტორანში ვიყავი. არ გვისაუბრია, ხოლოდ ერთმანეთს მივესალმეთ”, - აღნიშნა სერეზომ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ დიბალას აგენტსა და “ატლეტიკოს” შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა და ტრანსფერი ზაფხულში განხორციელდება.