ფეხბურთი

1:14 | 7.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

კლარენს ზეედორფი: "მოურინიო დიდი მწვრთნელი "მილანის" წყალობით გახდა"

ლა კორუნიის “დეპორტივოს” მთავარ მწვრთნელ კლარენს ზეედორფისთვის კარიერის ყველაზე დიდი იმედგაცრუება სწორედ გალისიურ გუნდს უკავშირდება. როგორც ჰოლანდიელმა Foxsports-ს განუცხადა, “დეპორტივოსთან” 0:4 მარცხი მისთვის დიდი ტკივილია.

“ეს მარცხი ჩემს კარიერაში ყველაძე მძიმეა, სტამბულის ფინალზე მძიმეც კი. მაშინდელი “მილანი” გიჟური გუნდი იყო და იმ სეზონში ნამდვილად შეგვეძლო ტრიპლეტის შესრულება”, - აღნიშნა ზეედორფმა.

შეგახსენებთ, 2003-2004 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში “მილანმა” საკუთარ მოედანზე “დეპორტივო” 4:1 დაამარცხა, მაგრამ საპასუხო შეხვედრა “რიასორზე” 0:4 წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

ზეედორფი მიიჩნევს, რომ არა ეს მარცხი, “მილანი” ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა და ჟოზე მოურინიო ასეთი წარმატებული მწვრთნელი ვერ იქნებოდა. რატომ? – იმ სეზონში ჩემპიონთა ლიგა სწორედ მოურინიოს გაწვრთნილმა “პორტუმ” ყველასთვის მოულოდნელად მოიგო:

“თუ მოურინიო ისეთი დიდი მწვრთნელი გახდა, როგორიც დღესაა, ეს ჩვენი დამსახურებაა”, - დასძინა კლარენსმა.

0.117036