“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მინო რაიოლას შესახებ საუბრობს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ძაღლს შეადარა.
ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, რაიოლა ზამთარში პოლ პოგბას ყიდვას სთავაზობდა, რაზეც უარი განუცხადა:
“დიახ, მე ძაღლი და ცუდი ბიჭი ვარ, მაგრამ ორი თვის წინ რაიოლამ პოლ პოგბას და ჰენრიხ მხითარიანის შეძენა შემომთავაზა. რატომ გააკეთა ეს? – პოგბა დიდებული ფეხბურთელია და ვუთხარი, რომ მისი ყიდვისთვის თანხა არ გვაქვს, ის ძალიან ძვირი ღირს. სწორედ ამიტომ გაბრაზდა რაიოლა და ძაღლი მიწოდა”, - განაცხადა რაიოლამ.
შეგახსენებთ, ჰენრიხ მხითარიანმა ზამთარში “მანჩესტერი” დატოვა და “არსენალში” გადავიდა, ხოლო პოლ პოგბა ჯერაც “ოლდ ტრაფორდზე” ირჯება.