ფეხბურთი

23:17 | 6.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ემრე ჯანისთვის სეზონი დასრულდა

ინგლისური “ლივერპულის” ნახევარმცველი ემრე ჯანი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. Mirror-ის ცნობით, 24 წლის ფეხბურთელის ტრავმა უფრო სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ.

გარდა იმისა, რომ ჯანი მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშებს, შესაძლოა, მსოფლიოს ჩემპიონატიც გაუცდეს. ამას ახლო მომავალი გაარკვევს.

ემრე ჯანმა, რომელსაც “ლივერპულთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უსრულდება, წელს ყველა ტურნირის ჩათვლით 38 თამაშში 6 გოლის გატანა მოახერხა.

0.113016