ფეხბურთი

22:50 | 6.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე - "ატლეტიკოს" ფერგიუსონი

მადრიდის “ატლეტიკოს” პრეზიდენტს ენრიკო სერეზოს იმედი აქვს, რომ დიეგო სიმეონე მის გუნდში დიდი ხნით დარჩება. როგორც ესპანელმა Foxsport-თან საუბარში არგენტინელი სერ ალექს ფერგიუსონს შეადარა.

“ინტერის” ქომაგები სიმეონეზე ოცნებობენ? – ყველა ოცნებობს, მათ შორის მეც, მაგრამ დიეგო აქაა, ჩვენთან. ბედნიერი ვიქნები თუ ჩვენი ფერგიუსონი გამოდგება. მჯერა, რომ ჩვენი ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდება”, - განაცხადა სერეზომ.

შეგახსენებთ, დიეგო სიმეონე მადრიდის “ატლეტიკოში” 2011 წლიდან მუშაობს და დღემდე “როხიბლანკოს” ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერთასი, ევროპა ლიგა და ევროპის სუპერთასი მოაგებინა. ორჯერ კი, ჩემპიონთა ლიგის ფინალსაც უწია.

0.112846